LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის არის ქველმოქმედი, მეცენატი, პატრიოტი, ამ ქვეყანასა და ხალხზე შეყვარებული“ – კალაძის თქმით, ივანიშვილს არანაირი შეხება არა აქვს დეოლიგარქიზაციასთან

111
BeFunky-collage (3)

საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე არაერთ მნიშვნელოვან რეფორმას ახორციელებს და 12-პუნქტიან გეგმას აუცილებლად შეასრულებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

„რა თქმა უნდა,  „ქართული ოცნება“ გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ის 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც იყო წარმოდგენილი, შესრულდეს. ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის ძალიან  მნიშვნელოვანია ის, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ამ რთულ და მნიშვნელოვან – ევროინტეგრაციის გზაზე. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი საინტერესო რეფორმა განხორციელდა. დღეს, გვაქვს შესასრულებელი 12-პუნქტიანი გეგმა და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გამიჯნა ბიძინა ივანიშვილის სახელი დეოლიგარქიზაციის პროცესისგან.

მანვე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, რომელიც ყოველთვის მხარში ედგა საქართველოს და მის სახელს არაერთი პროექტი უკავშირდება.

„ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთა ამ ქვეყნისთვის, რომელიც ყოველთვის მხარში ედგა ჩვენს ქვეყანას, მათ შორის წინა ხელისუფლების პერიოდში. მას უკავშირდება სკოლების, საბავშვო ბაღებისა და სამხედრო ბაზების მშენებლობა, უამრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია-განახლება.

წიგნებიც არის გამოცემული ამასთან დაკავშირებით და დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოთ. ის არის ქველმოქმედი, მეცენატი, პატრიოტი, ამ ქვეყანასა და ხალხზე შეყვარებული ადამიანი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

წულუკიანი: დღეს საცირკო ხელოვნებაზე ვაცხადებთ კონკურსს, სხვა ჟანრში, ოღონდ პოლიტიკაში ზოგიერთი ოპოზიციონერის ქმედება უკვე ემსგავსება ცირკს, რადგან სახელმწიფოს და ქვეყნის ბედით თამაშობენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g