LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ის გარდაიცვალა ცაში, რომელიც უყვარდა და იცავდა” – უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო პილოტი, იგორ ბეძაი დაიღუპა

135
igor

უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო პილოტი, იგორ ბეძაი 7 მაისს, ოკუპანტებთან ბრძოლაში დაიღუპა – ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.

ბეზაი მიკოლაევის მკვიდრია, რომელიც სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა, მას სამხედრო მოვალეობისადმი ერთგულების მაგალითი უწოდეს.

“ის გარდაიცვალა ცაში, რომელიც უყვარდა და იცავდა”, – წერს Return Alive Foundation-ის დირექტორი ტარას ჩმუტი.

როგორც გამოცემა წერს, 2014 წელს, ყირიმის ოკუპაციისას სწორედ მისი დამსახურებით შეინარჩუნა უკრაინამ საზღვაო ავიაცია.

მფრინავი საბრძოლო დავალების შესრულებისას დაიღუპა , რუსული გამანადგურებელი რაკეტიდან Mi-14 საზღვაო ვერტმფრენის ეკიპაჟის შემადგენლობაში.

 

magti 5g