LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის ღამე ხომ იყო ჯოჯოხეთი – ილო ბეროშვილი ნარკოტიკებისთვის თავის დასანებებლად 6-საათიან ხელოვნურ კომაში იყო

1579
5678

მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ილო ბე­როშ­ვი­ლი  გა­და­ცე­მა­ში “სტუმ­რად ლე­ლას­თან” ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის­თვის თა­ვის და­ნე­ბე­ბის უმ­ძი­მეს გა­მოც­დი­ლე­ბა ისაუბრა.

ბე­როშ­ვი­ლის თქმით, ის ექ­ვსსა­თი­ან ხე­ლოვ­ნურ კო­მა­ში იყო და არ­სე­ბობ­და შან­სი, რომ კო­მი­დან ვერ გა­მო­სუ­ლი­ყო.

“ისე ის­ტე­რი­კუ­ლად მინ­დო­და, რომ გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. იყო მე­თო­დი, რო­მე­ლიც ლე­გენ­და­სა­ვით და­დი­ო­და მომ­ხმა­რებ­ლებ­ში. ებ­რა­ე­ლი კაცი იყო ჩა­მო­სუ­ლი, რო­მე­ლიც აკე­თებ­და ხე­ლოვ­ნურ კო­მას. ევსსა­ა­თი­ა­ნი პრო­ცე­დუ­რა იყო. გარ­კვე­უ­ლი პრე­პა­რა­ტი უნდა შე­ეყ­ვა­ნათ ორ­გა­ნიზ­მში, რომ­ლის შე­დე­გა­დაც, რაც თვე­ნა­ხე­ვარ­ში უნდა გა­გევ­ლო, ლომ­კე­ბი და მთე­ლი უბე­დუ­რე­ბე­ბი, გა­დი­ო­დი იმ ექ­ვსსა­თი­ან კო­მა­ში. სა­მი­დან ხუთ პრო­ცენ­ტამ­დე იყო შან­სი, რომ სა­ერ­თოდ ვერ გა­იღ­ვი­ძებ­დი.

ძა­ლი­ან ძვი­რი ღირ­და. ვაგ­რო­ვე ფული, თან­ხა შე­ვა­ქუ­ჩე, რომ გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ვამ­ბობ­დი, მეთ­ქი ასე ვე­ღარ ვიქ­ნე­ბი. იცი, რაზე ვტი­რო­დი ხოლ­მე მერე ყო­ველ ღამე? სულ ვფიქ­რობ­დი იმ დღე­ზე, როცა ეს პირ­ვე­ლად გა­ვა­კე­თე, მებ­რა­ლე­ბო­და ჩემი თავი, ყო­ველ დღე მე­ტი­რე­ბო­და იმა­ზე, რომ მახ­სენ­დე­ბო­და, ტყე­ში რო­გორ დავ­რბო­დი, ბუ­ნე­ბა­ში რომ ვი­ყა­ვი, ჯან­მრთე­ლი რომ ვი­ყა­ვი, ცო­ცხა­ლი, ისე მე­ნა­ნე­ბო­და და ისე ვნა­ნობ­დი ამას.

აბ­სო­ლუ­ტუ­რად უგ­რძნო­ბი ვი­ყა­ვი ყვე­ლას მი­მართ.

ერთხელ, ჩემ­მა შვილ­მა უთხრა ანის, შენ რომ მა­მამ გა­გიც­ნო მა­შინ და­ი­წყო ღი­მი­ლიო. შე­იძ­ლე­ბა ეკ­რან­ზე ბევ­რი იღი­მო, მაგ­რამ სახ­ლში რომ მივ­დი­ო­დი, უბ­რა­ლოდ ვი­წე­ქი.
მი­ვე­დი ამ ექიმ­თან. ამიხ­სნა, რო­გო­რი პრო­ცე­დუ­რა იყო. დავ­წე­ქი… გა­რეთ დგას ანი, უნდა შე­მოს­ვლა. წარ­მო­იდ­გი­ნე შენ­თვის საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი შე­დის, შენ გა­რეთ ხარ, არ იცი იქ რა ხდე­ბა და იცი, რომ შე­იძ­ლე­ბა ექი­მი გა­მო­ვი­დეს და თქვას, რომ პრო­ცე­დუ­რა წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

მეღ­ვი­ძე­ბა და ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, თით­ქოს თხე­ვა­დი ვარ, ვერ ვგრძნობ ვე­რა­ფერს. კი­ვი­ლით მეღ­ვი­ძე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი წურ­წუ­რით გამ­დის და მე ეგე­თი შეგ­რძნე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში არ მქო­ნია.

მე­გო­ნა, რომ რო­გორც წყა­ლი, სა­დღაც წა­ვი­დო­დი… ვყვი­რი, ვყვი­რი, ვყვი­რი… ის ღამე ხომ იყო ჯო­ჯო­ხე­თი, ტი­რი­ლი, ქვი­თი­ნი… მე ეგე­თი ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი მი­ნა­ხავს და არც არა­ვის ვუ­სურ­ვებ. 

სახ­ლში წა­მო­ვე­დი, ვი­ყა­ვი პამ­პერ­სებ­ში. ანის მივ­ყავ­დი და მა­მა­ჩემს. დავ­რჩით მარ­ტო, იმი­ტომ რომ ანის გარ­და არა­ვის არ ვი­კა­რებ­დი, სამი დღე ანი მივ­ლი­და ამ პამ­პერ­სებ­ში. ორი კვი­რა სა­ერ­თოდ ისე ცუ­დად ვი­ყა­ვი, რომ ღა­მე­ე­ბი არ მე­ძი­ნა”, – ამ­ბობს ილო ბე­როშ­ვი­ლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები