LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის ილუზია, რომ 20 იანვრის მერე ტრამპის ადმინისტრაცია რაიმე ფორმით „ქართული ოცნების“ ე.წ „გაპრავებას“ დაიწყებს, არის გამორიცხული!“ – „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ

154
მამუკა ხაზარაზე და ჯო უილსონი

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ლიდერები, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარესა და MEGOBARI აქტის ავტორს, კონგრესმენ ჯო უილსონს შეხვდნენ.

კოალიციის ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ ჯო უილსონს 4 გამარჯვებული პროევროპული ოპოზიციური გაერთიანების ერთობლივი დოკუმენტი გადასცა და ქართველი ხალხის მოთხოვნები გააჟღერა.

„რამდენიმე კონგრესმენთან გვქონდა შეხვედრა, მათ შორის ბატონ ჯონ უილსონთან. ის ილუზია, რომ 20 იანვრის მერე ტრამპის ადმინისტრაცია რაიმე ფორმით „ქართული ოცნების“ ეგრეთ წოდებულ „გაპრავებას“ დაიწყებს, არის გამორიცხული! ეს არის აბსურდი და დიდი ტყუილი!

„ეს ტირანიული და არალეგიტიმური რეჟიმი ვერ გააჩუმებს თავის ხალხს. ამ კრიმინალებისთვის დამანგრეველი შედეგი დადგება“ – ჯო უილსონი

„ეს ტირანიული და არალეგიტიმური რეჟიმი ვერ გააჩუმებს თავის ხალხს. ამ კრიმინალებისთვის დამანგრეველი შედეგი დადგება“ – ჯო უილსონი

პირიქით, რაც ჩვენ მოვისმინეთ არის მტკიცე მხარდაჭერა, პირველ რიგში ქართველი ხალხის მიმართ. მტკიცე მხარდაჭერა, რომ ამ კრიზისის განსამუხტად საქართველოში საჭიროა ახალი სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები და, რაც ყველაზე მთავარია, პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ჯო უილსონი:  ამერიკა არ აღიარებს ივანიშვილის რეჟიმს – დონალდ ტრამპი და მე ერთად ვიმუშავებთ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მისაღწევად

კონგრესმენ უილსონთან ისევე, როგორც სხვა კონგრესმენებთან, ჩავიტანეთ ოთხი გამარჯვებული ოპოზიციური გაერთიანების მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია ვმუშაობთ და ვაჩვენეთ ის გადასადგმელი ნაბიჯები, რაც ამ კრიზისის განსამუხტად უნდა გადაიდგას.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ზღაპრები, რომლებსაც, სამწუხაროდ,„ქართული ოცნება“ ავრცელებს თავის ამომრჩეველში არის ტყუილი. ტრამპის ადმინისტრაცია მტკიცედ დადგება ქართველი ხალხის სამართლიანი მოთხოვნის გვერდით და ამას ვნახავთ ძალიან მოკლე დროში“. – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ათეულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს, ჯო უილსონს ხმარდება – ის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინებაა“ – „ოცნების“ პოლიტსაბჭო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g