LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის იყო ჩემი ერ­თა­დერ­თი არ­ჩე­ვა­ნი და ეს არ­ჩე­ვა­ნი დავ­კარ­გე“ – ჯერემი ჯექსონის ინტერვიუ ლონი უილსონის შესახებ, რომელიც ახლა ქუჩაში ცხოვრობს

315
page

ახლახან, მედიაში გავრცელებულმა, საკულტო სერიალის, „მაშველების“ ვარსკვლავის, ლონი უილსონის შოკისმომგვრელმა ფოტოებმა საზოგადოება საგონებელში ჩააგდო.

2000-იანი წლების ლამაზმანი სავალალო მდგომარეობაშია. როგორც ირკვევა, ჯერემი ჯექსონის ყოფილი საცოლე, 41 წლის ლონი ქუჩაში ცხოვრობს და საკვებს ნაგავში ეძებს.

„მაგალითი იმისა, რომ მარადიული არაფერია“ – „მაშველების“ ვარსკვლავის შოკისმომგვრელი ფოტოები

ინტერნეტში გავრცელდა ჯერემის ინტერვიუც, რომელშიც ის ლონის შესახებ საუბრობს.

„დავ­კარ­გე ჩემი ცხოვ­რე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი, ერ­თა­დერ­თი ქალი, ვი­საც ხელი ვთხო­ვე და ვის­თა­ნაც ქორ­წი­ნე­ბა მინ­დო­და. 44 წლის ვარ და მას შემ­დეგ არა­ვის­თან გა­და­მიდ­გამს ეს ნა­ბი­ჯი. ის იყო ჩემი ერ­თა­დერ­თი არ­ჩე­ვა­ნი და ეს არ­ჩე­ვა­ნი დავ­კარ­გე. მას ჰალუცინაციები ჰქონდა, ბრალს ისეთ რა­ღა­ცებ­ში მდებ­და, რაც აბსურდი იყო. მას ჰქონ­და ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბე­ბი და პა­ნი­კუ­რი შე­ტე­ვე­ბი“, – იხ­სე­ნებ­ს ჯე­რე­მი ჯექსონი.

აღსანიშნავია, რომ უილსონმა მეტამფეტამინზე დამოკიდებულების გამო, მძიმე ფსიქიკური კრიზისი გადაიტანა. მის ცხოვრებაში სირთულეები 2014 წლიდან დაიწყო, როდესაც მისი და ჯერემი ჯექსონის ქორწინება დასრულდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები