საგურამოში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 26 წლის ზაზა ნადირაშვილია.
ზაზა ნადირაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტი.
„ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ზაზა ნადირაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
ზაზა GIONFE-ში წლების განმავლობაში იკავებდა მენეჯერულ პოზიციებს და მან დიდი წვლილი შეიტანა ორგანიზაციის განვითარებაში, ჩვენი არსებობის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე.
ის იყო ძალიან ღირსეული და გამორჩეული მეგობარი, რომლის დაკარგვა განსაკუთრებით მძიმე და წარმოუდგენელია ჩვენთვის. GIONFE-ს გუნდი უსამძიმრებს და თანაუგრძნობს ზაზას ოჯახსა და მის მეგობრებს“, – წერია საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
⚫️ ჩვენ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ზაზა ნადირაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. ⚫️ზაზა GIONFE-ში წლების…
Posted by საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტი on ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
