რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომლის ავტორიც ჰყვება „გარდენიაში“ მისი ერთკვირიანი მუშობისა და „გარდენიას“ მფლობელ, მებაღე ზურა შევარდნაძესთან მომხდარი ინციდენტის შესახებ. როგორც აღნიშნულ ვიდეოში ქალბატონი ამბობს, ის „გარდენიაში“ ერთკვირიანი მუშაობის შემდეგ, ახსნა-განმარტების გარეშე გაათავისუფლეს.
ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. საპასუხოდ, „ფეისბუკში“ სტატუსი გამოაქვეყნა „გარდენიას“ პიარ-მენეჯერმა, სოფიო ჯოლოხავამ, რომელიც ინციდენტთან დაკავშირებით ჰყვება.
მოგვიანებით, „გარდენიას„ ირგვლივ ატეხილ სკანდალს ასევე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მსახიობი შორენა ბეგაშვილი, რომელიც საკუთარ გამოცდილებაზე წერს. შორენა ბეგაშვილი აცხადებს, რომ რამდენიმე წლის წინ, ქალიშვილის, ევა ბარბაქაძისთვის დაბადების დღის წვეულების გადახდა სწორედ „გარდენიაში“ გადაწყვიტა, და რომ წინასწარ შეთანხმებული ვარდების ნაცვლად, მაგიდები მინდვრის ყვავილებით მორთული დახვდა, რაშიც თანხის ორჯერ გადახდა მოუწია.
„ოთხი წლის წინ ევას დაბადების დღეს ვიხდიდით და მაშინ მივედი პირველად „გარდენიაში“. ადგილი მომეწონა, მაგრამ ციოდა, გავათბობთო და გადავიხადე თანხის ნაწილი – „ყვავილების“ (შეთანხმებულები ვიყავით ვარდებზე).
ერთ კვირაში რომ მივედით, „ის ჯავშნის ფული იყო, ახლა გადამიხადეთ ყვავილებისო“. უკვე ვეღარ გადავდებდით წვეულებას და თავიდან გადავიხადე. მივედით საღამოს და ვარდების მაგივრად მინდვრის ყვავილებით იყო მაგიდა მორთული (ფოტოზე ჩანს) და ალაგ-ალაგ ხელოვნური ყვავილები იყო გამოყენებული. ამას რომ თავი დავანებოთ, ისე ციოდა, გაიყინნენ ბავშვები. მივწერე მის დამხმარეს, პასუხიც არ გამცა. ისე მომატყუეს, თვალი არ დაახამხამეს. პირველად ვნახე ასეთი ცბიერი ადამიანი. მერე ეკრანზე რომ ვხედავდი, ვფიქრობდი, რამე ხომ არ მეშლება, მე ხომ არ ვარ დამნაშავე-მეთქი, იმდენად სხვა ადამიანს თამაშობდა. იმედი მაქვს, გამდიდრდა იმ ფულით“, – წერს შორენა ბეგაშვილი სოციალურ ქსელში.
ოთხი წლის წინ ევას დაბადების დღეს ვიხდიდით და მაშინ მივედი პირველად გარდენიაში.ადგილი მომეწონა,მაგრამ ციოდა,გავათბობთო…
Posted by Shorena Begashvili on სამშაბათი, 31 მარტი, 2026
ცოტა ხნის წინ, აღნიშნული კრიტიკული სტატუსების საპასუხოდ, „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე მიმართვა გაავრცელა თავად ზურა შევარდნაძემ.
„დაწერეთ მეგობრებო, დაწერეთ..
მზად ვარ ლანძღვის, შეურაცყოფის, გინების, წყევლის ასატანად.
იმდენი სიყვარული მიმიღია ადამიანებისგან, ერთ კაცს კიარა ასს ეყოფა ცხოვრების ბოლომდე აწი რომ ერთი საქებარი სიტყვაც აღარ გავიგონო აღარასოდეს.
თუ კი გეწყიინათ, შეგშურდათ, შეგეხარბათ, არ მოგეწონათ, არ გესიამოვნათ, არ გეამათ, გეძვირათ, გეზედმეტათ, დაწერეთ დაწერეთ, ამოთქვით ცოტა მოგეშვებათ და უკეთ გახდებით. არც ერთ კომენტარს არ წავშლით, ესეც ისტორიაა. დაწერეთ, დამარიგეთ ვის ბოდიში მოვუხადო და ვის მადლობა გადავუხადო, დაწერეთ, მასწავლეთ ჭკუა და ზრდილობა….
გაზაფხულია, ნეტა კი მეცალოს დასაჯდომად და სანერვიულოდ, გაზაფხულია, გაზაფხულია საჩვენო ამინდია..
სპეც ოპერაცია “მადონა” რომ მორჩება ამაზე თუ მოისურვებთ მერე გიამბობთ. ახლა შრომის დროა, გაზაფხულია.
დაწერეთ, დაწერეთ…“ – დაწერა ზურა შევარდნაძემ.
