ლენი კრავიცი გამოცემა Esquire-ის გარეკანზე მოხვდა. ინტერვიუში მომღერალმა და მსახიობმა არასასურველ სექსუალურ კავშირზე ისაუბრა და თინეიჯერობაში გადახდენილი ინციდენტიც გაიხსენა.
„შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მე თინეიჯერი ვიყავი. მშობლებმა ბიძასთან დამტოვეს, რომელმაც დიდი წვეულება მოაწყო და ქალები დაპატიჟა. ერთ-ერთი მათგანი ჩემს საძინებელში შემოვიდა და სექსუალურად შემავიწროვა. ამ ფაქტმა ჩემს ცნობიერში დიდი კვალი დატოვა. მოზრდილ ასაკში არასდროს მიძალადია ქალზე, რადგან ძალადობის მსხვერპლი თავად მე ვიყავი. ეს ჩემთვის გამოცდილება და მწარე გაკვეთილი იყო“, – ჰყვება 59 წლის ლენი.
ლენი კრავიცმა სასიძო დაიწუნა – ინსაიდერი ზოე კრავიცისა და ჩენინგ ტატუმის მოსალოდნელ ქორწინებაზე
ცნობისთვის, გასულ თვეს არტისტმა ახალი სიმღერა, TK421 და კლიპი გაავრცელა. არტისტის ახალმა ნამუშევარმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
„59 წლის ასაკში პირველად გაშიშვლებული“ – ლენი კრავიცი ახალ სიმღერასა და კლიპს ავრცელებს