LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის, რაც დღეს კობახიძემ ჩაატარა არასერიოზულია, მის მიერ წარმოდგენილი ყველა არგუმენტი გაცამტვერდა“ – მაია კოპალეიშვილი

4573
კობახიძე კოპალეიშვილი

„ის, რაც დღეს კობახიძემ ჩაატარა, სერიოზულად არ მიმაჩნია – სასამართლო სხდომის მიმდინარეობის დროს მის მიერ წარმოდგენილი ყველა არგუმენტი გაცამტვერდა, როგორც ჩანს ამან მასზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა,“ – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მამუკა მდინარაძის კომენტარს, რომლის მიხედვითაც, ირაკლი კობახიძემ იხუმრა, როცა თქვა, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე შევიდოდა ძალაში.

„ეს იყო ლუსტრაცია.. კანონპროექტი პრეზიდენტთან უკვე გადაგზავნილია“ – მამუკა მდინარაძის თქმით, ირაკლი კობახიძემ „იხუმრა“

„ კობახიძეს კონსტიტუციის მიმართ პატივისცემა კი არ აქვს, არამედ შეუძლია კონსტიტუციის ტექსტი საკუთარი მიზნებისთვის, როგორც უნდა ისე გამოიყენოს,“- განაცხადა კოპალეიშვილმა.

„36-ე მუხლით ვიმოქმედეთ? სად დაირღვა კონსტიტუცია, რაზე გადაირია ჩუგოშვილი და ბესელია?“ – ირაკლი კობახიძე თავის განცხადებაზე

„ახლა, როდესაც ის გამოდის და ინტერვიუს ინტერვიუზე იძლევა, ბრიფინგს ბრიფინგზე ატარებს და კიდევ ერთხელ უბრუნდება იგივე თემებს, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილებოდა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური უმრავლესობის წარმომადგენლებს უსუსტესი არგუმენტები ჰქონდათ, დამოკიდებულები იყვნენ კონსტიტუციის წაკითხვის მათეულ ხედვაზე.

ახლა დავინახეთ ის, რომ როგორც უნდათ ისე შეუძლიათ მოატრიალონ და მოაბრუნონ მუხლები. იმავეს აკეთებდა პროცესზე, რატომღაც ჰგონია, რომ მას აქვს ნორმათა განმარტების ექსკლუზიური უფლება. კობახიძეს ვურჩევდი, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ნუ ექნება.

რამდენიმე მოსამართლეზე შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ნამდვილად სამართლიანად განმარტავენ კონსტიტუციას.

თუკი სასამართლო ამას მიუდგება, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსიდან, მას არ რჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ არ დაადასტუროს დარღვევა და პოლიტიკურ უმრავლესობას უარი უთხრას კონსტიტუციური წარდგინების დაკმაყოფილებაზე.

„საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტს აუცილებლად შეეხმიანებიან, მოქმედი კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს.

პრეზიდენტს შეუძლია საკანონმდებლო ორგანოში მივიდეს, მაგრამ სიტყვას მისცემენ თუ არა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაც თქვას, ეს საკანონმდებლო ორგანოს გადასაწყვეტია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, თუკი, საკანონმდებლო ორგანო გადაწყვეტს, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ანუ ამ საკითხის გადაწყვეტამდე, პრეზიდენტს სიტყვა მისცეს, პრეზიდენტი აუცილებლად ისარგებლებს ამ შეთავაზებით.

დარწმუნებით ალბათ უმჯობესია, საქართველოს პრეზიდენტთან იყოს ამაზე კითხვა დასმული, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოში უნდა მივიდეს, მაგრამ ვნახოთ, თავად პრეზიდენტი როგორ გადაწყვეტს ამ საკითხს,“ – განაცხადა კოპალეიშვილმა.

„საპარლამენტო უმრავლესობის არასერიოზული და ცინიკური განცხადებები საზოგადოების უპატივცემულობაა.. პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს“ – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები