LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის, რაც დოკუმენტშია მხოლოდ სტარტერია, პუნქტების შესრულება მედიატორების ყურადღების ქვეშ უნდა იყოს: ანა ნაცვლიშვილი

111
1594540877 (1)

ამ შეთანხმებას აქვს რესურსი და ამას როგორ გამოვიყენებთ, თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის” წარმომადგენელმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ წინადადებასთან დაკავშირებით, რომელსაც როგორც უკვე ცნობილია, პარტია “ლელო საქართველოსთვის” ხელს აწერს.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” აღნიშნა, “ახლა ამ შინაარსის დოკუმენტზე ხელმოწერას არ აქვს ჯანსაღი ალტერნატივა”, თუმცა დასძენს, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დოკუმენტი ქვეყანაში არსებულ ყველა პრობლემას აგვარებს.

“არც იმას ნიშნავს, რომ ეს ბრძოლის დასასრულია, პირიქით, ეს არის ბრძოლის ახალ ეტაპზე გადაყვანა. ეს შედეგი მოიტანა ბოიკოტმა და ოპოზიციის მხრიდან გადადგმულმა სწორად დაგეგმილმა ნაბიჯებმა. ჩვენ ბევრი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მომხდარიყო სიცოცხლისუნარიანი შეთანხმების მიღწევა. თუ ვინმე უყურებს საკითხს, რომ ოპოზიციისთვის პარლამენტში შესვლა კომფორტის ზონაა, მაშინ არასწორად არის გაგებული საპარლამენტო მანდატის როლი”.- განაცხადა ანა ნაცვილიშვილმა.

მისივე თქმით, პარტიის პრინციპული პოზიციაა, რომ შემოთავაზებული პუნქტების შესრულება მედიატორების ყურადღების ქვეშ იყოს.

“ჩვენი ლიდერები რამდენიმე საათში მიემგზავრებიან ბრიუსელში. ამ შეთანხმებას უნდა მოჰყვეს ჩვენი მედიატორების მხრიდან ძალიან ეფექტური, ყოველდღიური მონიტორინგის სისტემა. თუ არ მოხდა ძალიან კეთილსინდისიერად მიდევნება იმის, თუ როგორ სრულდება ეს შეთანხმება, რომ ნამდვილად ქვეყნის ინტერესს მოემსახუროს, მაშინ ვერცერთი სეთანხმება ვერ მიაღწევს შედეგს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ არასდროს არავის არ უთქვამს ამ შეთანხმებასთან მიმართებაში, რომ ამ ერთ დოკუმენტს შეუძლია ამოწუროს პრობლემები. ამას სჭირდება ძალიან სერიოზული შრომა.

ის, რაც ამ დოკუმენტშია მხოლოდ სტარტერია სასამართლო რეფორმის, მაგრამ სანამ სრულიად არ შეიცვლება ხელისუფლება და პოლიტიკურ კლასში არ მოხდება ფართო კონსესუსი, მანამდე ვერ მივიღებთ იმ სასამართლო სისტემას, რომელიც ქვეყანას სჭირდება”.- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე განცხადებით, აქვს მოლოდინი, რომ დოკუმენტის ხელმოწერის ნაწილშიც ოპოზიცია ერთიანობას შეინარჩუნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g