LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის, რაც უნდა ნახო და გააზიარო – შთამბეჭდავი ვიდეო ლაგოდეხის ნაკრძალიდან

350
collage

ტყე, ჩანჩქერი, საოცარი ფლორა და ფაუნა, კოცონი, ცხენები, ტბა ენითაღუწერელი ფერები – ეს ის არიც, რაც უნდა ნახოთ. სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გვერდი „ლაგოდეხი“ ვიდეორგოლს აქვეყნებს, რომელიც ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზეა გადაღებული.

„ლაგოდეხის სასწაული სილამაზე, #უნდაგააზიარო“, – წერს ფეისბუქ გვერდი „ლაგოდეხი“. ვიდეორგოლს უამრავი მოწონება და გაზიარება აქვს.

შეგახსენებთ, ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი შეიქმნა ჯერ კიდევ 1912 წელს და ის საქართველოში პირველი დაცული ტერიტორია იყო.

ბიომრავალფეროვნების კუთხით ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია საქართველოსა და მთელ კავკასიის რეგიონში.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის მიერ (WWF) იდენტიფიცირებულია, როგორც:

1.ერთ-ერთი განსაკუთრებული მნიშვნელობის გლობალური ეკო-რეგიონი (კავკასიური შერეული ტყეების ეკო-რეგიონი);

2.ძირითადი ორნიტოლოგიური ტერიტორია (Important Bird Area (GE024);

3.საერთაშორისო კონსერვაციის (Conservation International) – ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილი.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ასევე აღიარებულია, როგორც „ზურმუხტის ქსელის“ პოტენციური კანდიდატი და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში – კვალიფიცირდება Natura 2000-ისთვის.

ფლორა: ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე 1,100 სახეობის მცენარეა. დენდროფლორა 130-მდე სახეობითაა წარმოდგენილი.

ფაუნა: მრავალფეროვანი ფაუნაა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე წარმოდგენილი, აქ ხერხემლიანი ცხოველების 126 სახეობაა გავრცელებული: თევზების – 4, ამფიბიების – 5, ქვეწარმავლების – 12, ფრინველების – 150 და ძუძუმწოვრების – 53.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g