LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, არის რეპრესიები განსხვავებული აზრის წინააღმდეგ, მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს – დროულად იმოქმედეთ საქართველოს მოქალაქეების დასაცავად“ – „გახარია საქართველოსთვის“

179
გიორგი გახარია

ოპოზიციური პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და დღეს, სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებებს განცხადებით ეხმიანება.

„დროას“ ოფისთან, სადაც პოლიცია ჩხრეკას ატარებს, ხმაურია – სამართალდამცველებმა ნიკა გვარამია დააკავეს

პარტიის განცხადებით, ეს განსხვავებული აზრის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიებია:

„ის, რასაც ახლა ხელისუფლება აკეთებს, არის ჩვეულებრივი რეპრესიები უბრალოდ განსხვავებული აზრის წინააღმდეგ!

კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს – იმოქმედეთ დროულად საქართველოს მოქალაქეების დასაცავად!“ – აღნიშნულია პარტიის მიმართვაში.

„ჩემთან პოლიციაა მოსული“ – ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლის, ილია ღლონტის სახლში პოლიცია შევიდა

Posted by საქართველოსთვის / For Georgia on ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024

ვიდეო: „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოფისში პოლიცია შევიდა – „ამ ქვეყანაში ეს გამორიცხული არ არის, ავტორიტარიზმში ვცხოვრობთ“

„საბუთი მოიტანე, სად არის საბუთი? რატომ ხართ შეპარული ოფისში?“ – ლევან ხაბეიშვილი „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან მისულ პოლიციელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g