LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ის, რასაც წერ, ჩვენს სახეზე ღიმილს აბრუნებს”- როგორ უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანელი მოსწავლის წერილს

825
BeFunky-collage

12 წლის მოსწავლემ, თომას ჰენდლიმ უკრაინის პრეზიდენტს წერილი მისწერა და სკოლაში შეგროვებულ ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად კიევში გაგზავნა.

მოსწავლე ვოლოდიმირ ზელენსკის სწერდა, რომ ბედნიერია, რადგან უკრაინას ეხმარება.

თომას ჰენდლი წერილში ასევე, აღნიშნავდა, რომ უკრაინა რუსეთს დაამარცხებს და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს “ომის შესახებ სიმართლის თქმის ძალიან ეშინია”.

მოულოდნელად, 12 წლის თომასმა უკრაინის პრეზიდენტისგან პასუხი მიიღო:

“ძვირფასო თომას,

მადლობა მხარდამჭერი წერილისთვის. კარგად ვარ, მადლობა დახმარებისთვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უკრაინაში დაბრუნდება მშვიდობა, გვექნება საკვები, თავიდან ავაშენებთ ქალაქებს.

ის, რასაც წერილში შენ წერ და რასაც დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდასაჭერად აკეთებს, ჩემი დაბევრი სხვა ადამიანის სახეზე ღიმილს აბრუნებს”. – უპასუხა ბიჭს ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g