ის, რომ ადამიანის მიმართ არაფერია დამტკიცებული და აბრალებ, რომ „კოკაინშიკია“, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ბრალდება ირაკლი კობახიძისგან გასაკვირი არ არის, გახარიას კი საქმე აქამდე არ უნდა მიეყვანა, სალაპარაკო არ უნდა გაეხადა, რადგან როცა კალაძემ კამპანია დაიწყო, გასაგები იყო, რომ გახარიასკენ იყო მიმართული.
“გახარიას ადგილას რომ ვყოფილიყავ, ამ საქმეს ასეთ სალაპარაკოს არ გავხდიდი, წავიდოდი და ანალიზს ჩავაბარებდი სამხარაულის ბიუროში თუ ევროპაში, რათა მეჩვენებინა, რომ წამოწყებულია უაზრო კამპანია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.