LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის, რომ ე.წ. „ვეიპი“, არ არის მავნებელი, სიმართლეს არ შეესაბამება… მეტიც, მიწოდების ხელსაწყო ისეთია, რომ კვამლი ბევრად უფრო ღრმად ჩადის ფილტვებში და კიდევ უფრო მეტად აზიანებს სასუნთქ სისტემას…“ – რას ამბობს ექიმი პულმონოლოგი, თამარ არღანაშვილი ე.წ. „ვეიპებსა“ და სტანდარტულ სიგარეტზე

6798
თამარ არღანაშვილი (1)

„რა თქმა უნდა, ხველის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ხელშემწყობი ფაქტორია მწეველობა, მათ შორის, მეორეული მწეველობაც“, – ამის შესახებ ნატა ხარაშვილის გადაცემაში, „სტუმრად ექიმთან“ ექიმმა-პულმონოლოგმა, თამარ არღანაშვილმა განაცხადა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე: „რა რეკომენდაცია შეგიძლიათ მისცეთ ადამიანებს, რომელთაც აბსოლუტურად მოწმენდილ ცაზე დაეწყოთ ხველა და ვერ ახდენენ იდენტიფიცირებას, რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, ბალახთან, მცენარესთან თუ ცხოველის ბეწვთან კონტაქტმა, რა შეიძლება გაკეთდეს ამ დროს?

ექიმი ამბობს, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს გარემოს, სად და რა გარემოში ვცხოვრობთ ან ვმუშაობთ.

სპეციალისტის თქმით, ხველის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ხელშემწყობი ფაქტორი მწეველობაა, მათ შორის ექიმმა ე.წ. „ვეიპის“ მავნებლობაზეც გაამახვილა ყურადღება:

„როგორც უკვე ვთქვით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, სადაც ვცხოვრობთ, ჰაერის დაბინძურებას და ა.შ. გასათვალისწინებელია სამუშაო გარემოც, ხომ არ უწევს ადამიანს სამშენებლო მტვერთან შეხება, ხომ არ მუშაობს ტექსტილის ქარხანაში, ქვანახშირის მაღაროში, სადაც ისედაც არის პირობები იმისთვის, რომ სასუნთქი გზები დაზიანდეს და მოწმენდილ ცაზე, ყოველგვარი ვირუსის და რესპირაციული ანთებითი პროცესის განვითარების გარეშე დაიწყოს ხველა.

რა თქმა უნდა, ხველის ასევე ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ხელშემწყობი ფაქტორია მწეველობა, მათ შორის, მეორეული მწეველობაც. ახლა, თითქოს არის მიდგომა, რომ სტანდარტული სიგარეტი ძალიან მავნებელია და ე.წ. „ვეიპი“, ელექტრო სიგარეტი არ არის მავნებელი. სამწუხაროდ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ორივე მათგანი მავნებელია, მეტიც, მათი მიწოდების ხელსაწყო ისეთია, რომ კვამლი ბევრად უფრო ღრმად ჩადის ფილტვებში და კიდევ უფრო მეტად აზიანებს სასუნთქ სისტემას.

ნებისმიერ მოსაწევი საშუალება, მათ შორის, მარიხუანაც, ძალიან მავნებელია სასუნთქი გზებისთვის. მავნებელია საკვების მომზადების პროცესში წარმოქმნილი ორთქლიც. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება პროფესიონალი მზარეულებისთვის პროფესიული დაავადებაა. ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ, თუ რას ვსუნთქავთ, ასევე პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია სპეციალისტთან ვიზიტი და არსებული პრობლემის დროული დიაგნოსტირება“ – ამბობს თამარ არღანაშვილი

გადაცემა ვრცლად⤵️

როდის ხდება ხველა საყურადღებო? – ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის პულმონოლოგი თამარ არღანაშვილი გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“

„რა შეიძლება იყოს ხველის გამომწვევი ძირითადი მიზეზები, რატომ არის მნიშვნელოვანი ხველა მშრალია თუ სველი, როგორ უნდა ვებრძოლოთ ხველას და რა დროს არის აუცილებელი ექიმთან ვიზიტი, რა განსხვავებაა მწვავე და ქრონიკულ ბრონქიტს შორის და როგორია სიმპტომები, რა უნდა ვიცოდეთ „ფარულ ფილტვების ანთებაზე“ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ ექიმმა-პულმონოლოგმა – თამარ […]

magti 5g