რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 31 დეკემბრიდან ტელეკომპანია „ფორმულა“ იხურებოდა. ჟურნალისტები კულუარებში საუბრობდნენ, რომ არხი თანამშრომლების ნაწილთან, ნელ-ნელა წყვეტდა კონტრაქტებს.
ერთი კვირის წინ, არხის დატოვების შესახებ ერთ-ერთმა წამყვანმა ჟურნალისტმა ელისო ჯარიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:
„ჩემთვის სამწუხაროდ და ამავე დროს მოულოდნელად, ჩემი და “ფორმულას” გზები გაიყო. რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ვრჩები ბოლომდე.
წარმატებას და გაძლიერებას ვუსურვებ თავისუფალ მედიას და განსაკუთრებით ფორმულას ჟურნალისტებს!“ – დაწერა ელისო ჯარიაშვილმა.
„ჩემთვის სამწუხაროდ და ამავე დროს მოულოდნელად, ჩემი და „ფორმულას“ გზები გაიყო“ – ელისო ჯარიაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ ტოვებს
„ჩემთვის სამწუხაროდ და ამავე დროს მოულოდნელად, ჩემი და „ფორმულას“ გზები გაიყო“ – ელისო ჯარიაშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ ტოვებს
გუშინ, გადაცემა „მე-17 სართულის“ წამყვანებმა არხის დატოვების შესახებ დაწერეს, მათ შორის იყო, სოფიო ხუნწარია. როგორც ხუნწარიამ აღნიშნა, გადაცემა „მე-17 სართული“ იხურება, მაგრამ ტელეკომპანია „ფორმულა“ აგრძელებს მაუწყებლობას.
მისივე თქმით, ტელეეთერის მიღმა დარჩენილი გადაცემის წამყვანები სოციალურ ქსელში გააგრძელებენ აქტიურობას და იმსჯელებენ სხვადასხვა საკითხებზე.
ambebi.ge-სთან მიცემულ კომენტარში მიშა მშვილდაძე ამბობს, რომ „ფორმულა“ არ დაიხურება.
„ის, რომ „ფორმულა“ იხურება, სპეციალურად აგორებული ჭორია. სამწუხაროდ, შემცირებები გვაქვს არხზე, უნდა გადავეწყოთ ახალ რეალობაზე და ახალ ბიუჯეტზე.
როდესაც პროცესი მორჩება, დაწვრილებით ეთერიდან გეტყვით. იქამდე კი ეს პროცესი მიმდინარეობს, საკმაოდ მტკივნეული, მაგრამ აუცილებლად გასავლელი იმისათვის, რომ გადავრჩეთ და გავზარდოთ დამოუკიდებლობის ხარისხი.“