საქართველოში კვლავ მაღალი ინფლაციაა. სექტემბრის მდგომარეობით, ფასების საშუალო დონე წლიურად 11,5%-ით არის გაზრდილი.
რა შეიძლება იყოს წლიური ინფლაციის ფორმირების განმაპირობებელი ფაქტორები? – ამ საკითზე „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ეკონომისტმა ვახტანგ ჭარაიამ ისაუბრა.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა წლიური ინფლაციის ფორმირების განმაპირობებელი ფაქტორები იყოს ქვეყანაში მიგრანტების შემოდინება? – ეკონომისტი პასუხობს, რომ ლოგიკურია ვიზიტორების შემოდინება ერთობლივ მოთხოვნას ზრდის, თუმცა ძირითადად ინფლაციის განმაპირობებელი არის როგორც საშინაო, ისე საგარეო ფაქტორები.
„ის, რომ შემოსული ვიზიტორები განაპირობებენ ერთობლივი მოთხოვნის ზრდას და შესაბამისად ფასების ზრდას, რაღაც დოზით შეიძლება ლოგიკურად ჩანდეს, მაგრამ მაშინ უკვე პრობლემა დგება ტურიზმის დარგში. გამოდის, რომ რაც მეტი ვიზიტორი შემოდის ქვეყანაში, ეს ზრდის ფასებს და შესაბამისად საუბარი უნდა წავიყვანოთ იქითკენ გვჭირდება თუ არა ტურიზმი და ეს არა მგონია სწორი პოზიცია იყოს.
ის, რომ რუსების შემოდინების გამო გვეზრდება ფასები არასწორი მგონია. მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოების კონტექსტში რა რისკებს შეიცავს ამაზე შეიძლება ბევრი ვისაუბროთ“ – განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
სექტემბერში ინფლაცია 11.5%-მდე გაიზარდა – რომელი პროდუქტები გაძვირდა საქართველოში