პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის ვაქცინები, რომლებიც იყვნენ შექმნილი, შესაძლოა „ომიკრონი“ შტამის შესაჩერებლად ვერ იმუშაონ. მისივე განმარტებით, დეტალური ინფორმაცია თემასთან დაკავშირებით 2 კვირაში გახდება ცნობილი.
ფხაკაძე ვარაუდობს, რომ „ომიკრონის“ შტამის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური, სავარაუდოდ, „ფაიზერ/ბიონტეკი“ და „მოდერნას“ ვაქცინები იქნება.
ფხაკაძე საზოგადოებას პირბადის გამოყენებისკენ და „ფაიზერ/ბიონტეკით“ ან „მოდერნას“ ვაქცინებით აცრისკენ მოუწოდებს.
„
გაიცანით ახალი მუტირებული კოვიდ ვარიანტი B.1.1.529 – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს სახელი შეურჩია – „ომიკრონი“ (Omicron). „ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο ).

აჯიოტაჯია საფონდო ბირჯებზე.

ამ ამბავმა გამოიწვია დღეს მსოფლიო ნავთობის ფასის ვარდნა ევროპაში 5%-ით და ამერიკაში 6.2%-ით.

ევროპულ ბირჟებზე ფასიანი ქაღალდების ფასების ვარდნა 2.4%-მდე, ლონდონის ბირჟაზე 3%, ბიტკოინმა დაკარგა 7%


სამხრეთ აფრიკული ახალი მუტანტი აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, დელტაზე 10-ჯერ უფრო ძლიერი იყოს


რა ვიცით ამ ვარიანტის შესახებ?!

ძალიან სწრაფად ვრცელდება


შესაძლოა ამ ვარიანტმა უფრო კარგად აუაროს გვერდი ჩვენს იმუნურ სისტემას და უფრო სწრაფად შეაღწიოს ორგანიზმში


არსებული ვაქცინების ეფექტურობის საკითხი. შესაძლოა ის ვაქცინები რომლებიც იყვნენ შექმნილი უჰანურუ შტამის წინააღმდეგ შესაძლოა ვერ იმუშაონ ამ ვარიანტის შესაჩერებლად. უფრო დეტალური ინფორმაცია იქნება დაახლოებით 2 კვირაში. სავარაუდოდ ფაიზერ/ბიონტეკი და მოდერნას ვაქცინები იქნება ამჯამად ყველაზე ეფექტური ვაქცინები.

რა უნდა ქნას საქართველოს

მთავრობამ ახლა. დროებით ჩაკეტოს შემოსვლა რისკის მქონე ქვეყნებიდან ისევ როგორც ეს უკვე გააკეთეს: შეერთებული შტატები

, დიდი ბრიტანეთი

, იაპონიამ

, და ჰოლანდიამ

. სინგაპური

, იტალია

, საფრანგეთი

და ისრაელი

ასევე გააწითლეს მოზამბიკი

.

ჯანმრთელობას გისურვებთ …“, – წერს გიორგი ფხაკაძე.