LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის, ვინც ტურისტულ ვიზას გამოიყენებს იმისთვის, რომ ბავშვი აშშ-ში გააჩინოს, მომავალში ვიზას და აშშ-ში მოგზაურობის უფლებას ვეღარ მიიღებს“ – ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით „სამშობიარო ტურიზმის“ პრაქტიკის წინააღმდეგ ზომები მკაცრდება

358
ამერიკა

„მიუღებელია, რომ უცხოელმა მშობლებმა აშშ-ის ტურისტული ვიზა მხოლოდ იმისთვის გამოიყენონ, რომ ბავშვი აშშ-ში გააჩინონ და მისთვის მოქალაქეობა მიიღონ, რამაც შეიძლება ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ სამედიცინო ხარჯების გადახდა გამოიწვიოს“, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიუროს განცხადებაში.

განცხადების თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი „სამშობიარო ტურიზმის“ პრაქტიკის წინააღმდეგ ზომებს ამკაცრებს:

„მიუღებელია, რომ უცხოელმა მშობლებმა აშშ-ის ტურისტული ვიზა მხოლოდ იმისთვის გამოიყენონ, რომ ბავშვი აშშ-ში გააჩინონ და მისთვის მოქალაქეობა მიიღონ, რამაც შეიძლება ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ სამედიცინო ხარჯების გადახდა გამოიწვიოს. ამას „სამშობიარო ტურიზმი“ ეწოდება და აშშ-ის საკონსულოს თანამშრომლები აშშ-ის საიმიგრაციო კანონმდებლობის თანახმად, ყველა მსგავს ვიზაზე განაცხადს უარყოფენ“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიუროს განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონსულო საქმეთა ბიუროს განცხადების თანახმად, „ყველა, ვინც „სამშობიარო ტურიზმის“ მეშვეობით აშშ-ის საიმიგრაციო სისტემას ბოროტად იყენებს, შესაძლოა, მომავალში ვიზა და აშშ-ში მოგზაურობის უფლება ვერ მიიღოს“.

„ეს კიდევ ერთი გზაა, რომლითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ გადასახადის გადამხდელებსა და საზოგადოებას იცავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g