LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის წარმოუდგენელ სიმდიდრეს ფლობს, მე კი საერთო საცხოვრებელში, სამ მეზობელთან ერთად ვცხოვრობ, რადგან ასე უფრო იაფია“ – ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილი The Cut-ის გარეკანზე და გულახდილი ინტერვიუ

599
page

ილონ მასკის 21 წლის ტრანსგენდერმა შვილმა, ვივიენ უილსონმა The Cut-ის გარეკანი დაამშვენა და ინტერვიუში საკუთარ მამაზე, ფულსა და პოპულარობაზე გულახდილად ისაუბრა.

ფოტოობიექტივის წინაშე ის Givenchy-ის და Gucci-ის და Miu Miu-ს სამოსში პოზირებდა.

„მამაჩემის გამო ბევრს ვტიროდი, წლების განმავლობაში ვიკავებდი თავს და ბოლოს უბრალოდ კონტროლი დავკარგე. ბევრს ჰგონია, რომ უზარმაზარი თანხები მაქვს, არადა ასე არ არის. დედაჩემი მდიდარია, მაგრამ ილონი წარმოუდგენელ სიმდიდრეს ფლობს. მე კი საერთო საცხოვრებელში, სამ მეზობელთან ერთად ვცხოვრობ, რადგან ასე უფრო იაფია. ცნობილი ადამიანის როლს კარგად ვერ ვუმკლავდები. ძალიან დიდხანს ვიბრძოდი იმისთვის, რომ ჩვეულებრივ ადამიანად მივეღე ყველას“, – აცხადებს ვივიენი.

„ყველაზე ლამაზი ტრანსგენდერი ქალი“ – ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილის უახლესი ფოტოები

ცნობისთვის, ვი­ვი­ენი ტყუ­პის­ცალ ძმას­თან, გრი­ფინ­თან ერ­თად 2004 წელს, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში და­ი­ბა­და, ის მას­კი­სა და მისი პირ­ვე­ლი ცო­ლის, ჯას­ტი­ნ უილსონის შვილია. ქსავიე რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და თა­ვი­სი გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბა მა­მა­მი­სისთვის და­ე­მა­ლა. მან „ქა­მინგ-აუთი“ 2022 წელს გა­ა­კე­თა. პა­რა­ლე­ლუ­რად სა­ხე­ლი, ქსა­ვი­ე­რი ვი­ვი­ა­ნად შეც­ვა­ლა და დე­დის გვარ­ზე, უილსონზე გა­და­ვი­და. მას მილიარდერ მამასთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს.

ფოტო/ვიდეო: „სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რამდენი და-ძმა მყავს“ – ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილი Teen Vogue-ის გარეკანზე

ვიდეო: ილონ მასკის ტრანსგენდერმა შვილმა, მამას „კაცი-ბავშვი“ უწოდა და გაავრცელა „სქრინი“, რომელშიც მასკი მას გარდაცვლილს უწოდებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები