აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვარშავაში უკრაინელი ლტოლვილები მოინახულა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ვარშავის ეროვნულ სტადიონზე ჟურნალისტებთან ხანმოკლე კითხვა-პასუხისას კითხვაზე, რას ფიქრობს ის პუტინზე, ბაიდენმა უპასუხა: “ის ყასაბია”.
რაც შეხება უკრაინელ ლტოლვილებს, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამგვარ ადგილებში სტუმრობისას მას ყოველთვის აოცებს ადამიანთა სულის სიღრმე და სიმტკიცე.
„ეს წარმოუდგენელია. როდესაც ამ პატარა ბავშვებს ხედავ, უბრალოდ გინდა, ჩაეხუტო და უთხრა, მადლობა.
თითოეულმა ამ ბავშვებიდან თქვა მსგავსი რამ – „ილოცეთ ჩემი მამისთვის ან პაპისთვის ან ძმისთვის, რომელიც იბრძვის“. მე მახსოვს, თუ რას ნიშნავს, როდესაც ვინმე ომის ზონაში გყავს“, – განაცხადა ბაიდენმა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში