LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისანი პარკი“ – სრულყოფილი საცხოვრებელი პირობები ერთ სივრცეში

409
ისანი პარკი

დეველოპერულმა კომპანიამ „თეთრი კვადრატი“ ახალი პროექტი წარადგინა – „ისანი პარკი“ ნავთლუღის ქუჩა #8-ში აშენდება და ეს იქნება თანამედროვე ცხოვრებაზე მორგებული, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით აღჭურვილი, მულტიფუნქციური უბანი, სადაც ყველა დეტალი გათვლილია მათზე, ვისაც ერთ უბანში სრულყოფილი საცხოვრებელი პირობების შექმნა სურს.

შორენა დარჩიაშვილი, დეველოპერული კომპანიის „თეთრი კვადრატი“ გენერალური დირექტორი:

– „ისანი პარკი“ მასშტაბური პროექტია და გამორჩეულია უბნური განაშენიანების სტილით. ის აერთიანებს 5 საცხოვრებელ ბლოკს (27-28-29 სართულიანები), სადაც საოფისე და კომერციული სივრცეებიც  განთავსდება და აქვს 1 ჰექტარი რეკრეაციული ზონა სათამაშო და სპორტული მოედნებით. კომპლექსის ტერიტორიაზევე იფუნქციონირებს თანამედროვე სკოლა და ბაღი.

ჩვენს კორპუსებში 60 კვ.მ-დან იწყება ბინების ფართი და ისინი მორგებულია ნებისმიერი ადამიანის საჭიროებებზე. ბინებია გათვლილია დიდ და პატარა ოჯახებზე, სტუდენტებზე, საინვესტიციოდ თუ გასაქირავებლად.

„ისანი პარკი“ მეტროსადგურიდან „ისანი“ ფეხით 6 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს, ასევე 2-3 წუთი დაგჭირდებათ, მანქანით სანაპიროზე რომ მოხვდეთ. ზოგადად, კომპლექსის მდებარეობიდან გამომდინარე, მარტივია თბილისის ნებისმიერ წერტილში მოხვედრა. აქვე აღვნიშნავ, რომ კომპლექსიდან ძველი თბილისის შესანიშნავი ხედები იშლება.

ჩვენთვის საამაყოა, რომ „ისანი პარკი“ „ბიქეი ჰოლდინგისა“ (რომლის ფარგლებშიც ერთიანდება დეველოპერული კომპანია „თეთრი კვადრატი“ და 30 წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენი“) და წამყვანი სამშენებლო კომპანიის „ანაგის“ პარტნიორობით ხორციელდება. ეს პროექტი საინტერესო პრეცედენტია სამშენებლო და დეველოპერული ბაზრისთვის.

„ისანი პარკის“ საინვესტიციო ღირებულებაა 100 მლნ აშშ დოლარია და ის ექსპლუატაციაში 4 წელიწადში შევა. კომპლექსის მშენებლობის პროცესში, დაახლოებით, 500 ადამიანი დასაქმდება.  

ბინების გაყიდვა უკვე დაწყებულია და დაინტერესებული პირები ფასების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოიძიებენ ჩვენს ვებგვერდზე. გვაქვს როგორც ერთიანი გადახდა, ასევე განვადების მოქნილი პირობები. პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ ჩვენს ქოლცენტრში (032 2 222 111) დარეკვითაც და გაყიდვების ოფისში ვიზიტითაც (ალ. ყაზბეგის გამზირი #29/22).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები