LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისანში ქალი აბაზანაში დამონტაჟებული გამაცხელებლის გამო, CO-თი მოიწამლა

gazi22

ისანში CO-თი ინტოქსიკაცია ღია კამერიანმა აკრძალულმა წყალგამაცხელებელმა გამოიწვია.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცნობით, დღეს, 17 თებერვალს, კომპანიის ცხელ ხაზზე ისნის რაიონიდან შეტყობინება შევიდა – ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრები ქალი შეუძლოდ გახდა. კომპანიის ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა ბინის შემოწმებისას აბაზანაში კუსტარულად დამონტაჟებული ღია წვის კამერიანი აკრძალული წყალგამაცხელებელი აღმოაჩინეს. ბინაში მცხოვრები ქალბატონი აბაზანაში ყოფნისას, სავარაუდოდ, CO-თი მოიწამლა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა სახიფათო ღია კამერიანი წყალგამაცხელებელი გაზის ქსელიდან ჩახსნეს და მეპატრონე კატეგორიულად გააფრთხილეს, რომ აღნიშნული წყლის გამაცხელებლის მოხმარება სიცოცხლისთვის საშიშია.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაფრთხილებთ, ნუ გარისკავთ საკუთარი ან სხვისი სიცოცხლით. უარი თქვით ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებლებისა და გაზგამათბობლების მოხმარებაზე. ასევე, სიფრთხილე გამოიჩინეთ ქარიან ამინდში გაზის დანადგარებთან,“ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g