Samsung Galaxy S25 სერიის გაყიდვები სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების მაღაზიათა ქსელებში უკვე დაიწყო.
შეიძინე უახლესი ფლაგმანი მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით და იყავი დარწმუნებული, რომ ის ადაპტირებულია ადგილობრივი ბაზრისთვის, თავსებადია ჩვენს მობილურ ქსელებზე და აქვს სამსუნგის ოფიციალური, 2 წლიანი გარანტია.
Trade-In შეთავაზება ჰოლოგრამიანი სმარტფონებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა. შეგიძლია მიიტანო შენი არსებული სმარტფონი სამსუნგის პარტნიორ მაღაზიებში, სადაც მას შეაფასებენ და შეფასებული თანხით დაზოგო თანხა უახლესი Galaxy S25 სერიის შეძენისას.
შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ჰოლოგრამით Galaxy S25 სერიის შეძენას Samsung-ის პარტნიორ მაღაზიებში შეძლებთ: ალტა, ელიტი, მეგატექნიკა და კონტაქტ ჰოუმი.
One UI-სთან ერთად, Samsung Galaxy S25 Ultra, Galaxy S25+ და Galaxy S25 შენი AI თანამგზავრი გახდება – მარტივად ამოიცნობს შენს საჭიროებებს, კონტექსტს და შენზე მორგებულ AI გამოცდილებას შემოგთავაზებს.
გაუმჯობესებული AI ფუნქციები: Circle to Search, AI ასისტენტი – Gemini, Call Transcript, Writing Assist და სხვა უამრავი, შენი ყოველდღიურობის გამარტივებაზე იზრუნებენ.
Galaxy S25 სერიაში ჩაშენებული ხელოვნური ინტელექტი დროს საგრძნობლად გიზოგავს – AI გიკეთებს შეჯამებას, გეხმარება ფოტო და ვიდეო მასალის შექმნაში, განაპირობებს მონაცემთა სწრაფ დამუშავებას და შენი საუკეთესო მეგობარი ხდება.
Galaxy S25 სერიაში გამოიყენება საუკეთესო, ახალი ფლაგმანური Qualcomm-ის პირველი3nm-იანი ჩიპსეტი. Snapdragon 8 Elite ახალი თაობის უკონკურენტო პროცესორია, ის წინამორბედ Snapdragon 8 Gen 3-თან შედარებით გასაოცრად მძლავრი, სწრაფი და ენერგოეფექტურია.
პროცესორთან ერთად, სმარტფონის ელემენტის მოცულობა და ვიდეო ჩვენების დრო განუმეორებელ გეიმინგ გამოცდილებას შემოგთავაზებს. S25 სერიის სმარტფონების ეკრანის მუშაობის ხანგრძლივობა მკვეთრადაა გაზრდილი: Galaxy S25 Ultra-ს შემთხვევაში 31 საათამდე, S25+ – 30 საათამდე, ხოლო S25-ის მოდელებში 29 საათამდე.
ახალი, 50MP კამერა შენი კონტენტის ხარისხზეა პასუხისმგებელი. S25 სერია 34%-ით უფრო ნათელ კადრებს გთავაზობს, ასევე 4-ჯერ დიდ რეზოლუციას ულტრა განიერი და მაკრო გადაღებისას. თუ ლამაზი კადრების გადაღება გიყვარს, უბრალოდ გამოცადე S25 სერია და დარწმუნდები, რომ ყველა დეტალის 1 ფოტოში თავმოყრა ახლა უკვე შესაძლებელია.
Galaxy S25 სერია გეხმარება, ახალ ეტაპზე გადაიყვანო შენი AI, გეიმინგ თუ კონტენტის შექმნის გამოცდილება და ყოველდღიურობა, უფრო კომფორტულთან ერთად, მეტად საინტერესოც გახადო.
(R)