LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისარგებლეს თუ არა ავტოდილერებმა შექმნილი სიტუაციით?

64

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარვჯენასაჭიან ავტომობილებზე ფასები 10-15%-ით გაიზარდა. ინფორმაცის გადასამოწმებლად ერთ-ერთ იმპორტიორ კომპანიას „ქარექსპრეს ფორვარდერ“–ს დავუკავშირდით, კომპანიის დირექტორამ დავით ჯეჯელავამ საკმაოდ მწვავედ და ვრცლად ისაუბრა ამ პრობლემასთან დაკავშირებით.

 

გაიზარდა თუ არა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ფასი?

ეს არის კონკრეტული ავტოდილერების სურვილი, რომ მათი ავტომობილები, რომელიც აქ დარჩა გაიყიდოს ძვირად. ეს მესიჯი კი წამოვიდა კავკასიის ავტოიმპორტის გენერალური დირექტორის გამოსვლით, რომელმაც გამოუცხადა დილერებს,  რომ შეეძლებათ ავტომობილები უფრო ძვირად გაყიდონ, ანუ ჩამოყვანილი ავტომბილები, რომლებიც დეფიციტში დარჩება, ავტოდილერებს შეეძლებათ ბერვად უფრო ძვირად გაყიდონ ამით, ავტოდილერების გარკვეულმა წრემ ისარგებლა და ავტომობილებზე ფასები გაზარდა. თუმცა, ეს ბაზრის შემადგენელი ნაწილია, დეფიციტურ პროდუქტზე ფასი ყოველთვის მზარდია.

არის დილერების ნაწილი, რომელიც ცდილობს ამოყიდოს მარჯვენასაჭიანი ავტომობილები და გადაერთოს სხვა ქვეყნების იმპორტზე, როგორიც არის აშშ, გერმანია და კორეა.

 

თქვენს კომპანიასაც თუ შეეხო ფასების მატება?

ჩვენთან ფასები დარჩა იგივე, თუმცა ამ არაპოპულარული განცხადებებით, მთავრობამ ხელი შეუწყო შესყიდვების რაოდენობის კლებას. თუმცა, ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ კანონპროექტით, რომელიც რამდენიმე დღის წინ წარადგინა მთავრობამ. ჩვენ შეშფოთებულები ვართ არა იმიტომ, რომ ჩვენს კომპანიას შემოსავლების მხრივ ემუქრება საფრთხე, არამედ ამ კანონით იზღუდება ადამიანის საკუთრების, არჩევანის უფლება. ჩვენ გვაქვს უფლება, ავირჩიოთ რისი შეძენა გვსურს.

”გარდა ამისა აუცილებელია ბაზარზე იყოს კონკურენცია, ამ მხრივ კი ბაზარზე იაპონური ავტომობილები ლიდერობს, რომლებიც ნაკლებად დაზიანებული და უფრო კარგ მდგომარეობაში შემოდის, ვიდრე იგივე ევროპიდან და ამერიკიდან. ის რომ ჩვენი მინისტრის მოადგილე გვირჩევს, რომ ჯობია მოტოციკლით ვიაროთ ვიდრე, მარჯვენასაჭიანი ავტომობილით, ხაზი მინდა გავუსვა, რომ მისი მოტოციკლი დაახლოებით 7-დან 10-მდე $ ღირს, და მინდა მას ვუთხრა, რომ ამ ფასად რამდენიმე ავტომობილს იყიდდა იაპონიიდანაც და ამერიკიდანაც. ის, რომ გვადარებენ ბირმას და ავღანეთს რა თქმა უნდა არ გვინდა. მაგრამ სამწუხაროდ, ეს სოციალური ფონიდან არის გამოწვევული.”

 

კანონპროექტის წარდგენამდე თუ გქონდათ შემოთავაზება კონსულტაციებთან დაკავშირებით?

”აკრძალვასთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაციები არ გამართულა. როგორც ვხვდები, კონსულტაცია მხოლოდ კავკასიის ავტოიმპორტთან მოხდა. ჩვენ მოვითხოვთ მთავრობასთან კონსულტაციებს, ჩვენ გვაქვს გეგმა, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ქვეყანაში მოძრაობა.  კვირის ბოლომდე რამდენიმე ქართულ იმპორტიორ კომპანიასთან ერთად ვგეგმავთ სპეციალური ბრიფინგის გამართვასაც, სადაც კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს მოსაზრებებს და გამოვთქვავთ სურვილს კონსულტაციებთან დაკავშირებით. აშკარაა, რომ კანონი დაუხვეწელია.” – განაცხადა დავით ჯეჯელავამ.