LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისე არ მოიქცეთ, „პანჩურის“ რტყმევით გაგაგდონ – ალუდა ღუდუშაური „ნაცმოძრაობის“ დეპუტატებს და მათი პასუხი:„პანჩურები“ ბიძინასთან მოიკითხეთ!“

203
ალუდაა

ისე არ მოიქცეთ, „პანჩურის“ რტყმევით გაგაგდონ… პოლიტიკიდან ხომ გაგაგდოთ, ხელისუფლებიდან ხომ გაგაგდოთ ქართველმა ხალხმა და ფიზიკურადაც რომ ასე არ მოგექცნენ, დაფიქრდით, რომ ასე არ იცხოვროთ, – ასე მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.

სხდომაზე, სადაც იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ინტერპელაციის წესით უსმენენ, ღუდუშაურმა განაცხადა, რომ პატიმრების უფლებების დარღვევაზე, ასევე ციხეში არსებულ სიტუაციაზე ოპოზიცია მტკიცებულებების გარეშე საუბრობს.

„დღეს ბატონ რატის ქალბატონი ხატია ეძებდა – იუსტიციის მინისტრი ხომ არ წავიდაო. სადაც თქვენი კრიმინალი მინისტრი ადეიშვილი იმალება, იქაც რომ ადამიანები პანღურის რტყმევით დასდევენ, თქვენ მაინც ნუ მოიქცევით ისე, რომ ადამიანებმა პანღურის რტყმევა დაგიწყოთ, როგორც იმას. ცოტა დაფიქრდით და აზრიანად მოეკიდეთ რაზეც საუბრობთ. გაუსწორეთ თვალი იმას, რომ საზოგადოება და ის ოჯახები გიყურებენ, ვინც გააუბედურეთ. დღეს გამოდიხართ, არაფერი ხელში არ გაქვთ და პატიმრებზე, ციხეებზე ლაპარაკობთ, არ გეუხერხულებათ ეგ? გაჩუმდით მაინც, უხერხულია! თავმოყვარეობის ამბავია და მინდა საზოგადოებას და ჩვენს ქვეყანას იოტისოდენა პატივი მაინც სცეთ. ისე არ მოიქცეთ „პანჩურის“ რტყმევით გაგაგდონ, როგორც ის გარბის და „პანჩურებს“ ურტყამენ. პოლიტიკიდან ხომ გაგაგდოთ, ხელისუფლებიდან ხომ გაგაგდოთ ქართველმა ხალხმა და ფიზიკურადაც რომ ასე არ მოგექცნენ, დაფიქრდით, რომ ასე არ იცხოვროთ“, – მიმართა ოპოზიციას ალუდა ღუდუშაურმა.

ღუდუშაურის ამ გამოსვლას პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. მას ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ მიმართა რეპლიკით: „პანჩურები“ ბიძინასთან მოიკითხეთ!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g