LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ისე გავგზავნე საკუთარი მონაცემები ბერკლიში, მშობლებისთვის არც მითქვამს, მოსმენაზე ბებიასთან ერთად გავემგზავრე” – ლიზა ჩხაიძე გადაცემაში „არტ-FM“

15
lizachxaidzeartfm

გადაცემის ლაივი LIVE

19 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მუსიკოსი ლიზა ჩხაიძე სტუმრობდა საავტორო სიმღერის „Go Round“ პრემიერით.

– ლიზა, წლების წინ ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა გქონდა კარნეგი ჰოლში. თავად როგორ გაიხსენებ იმ დღეს?

– კარნეგი ჰოლში დაკვრის შესაძლებლობა კონკურსში გამარჯვების შემდეგ მომეცა. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, ბოლომდე ვერ გავიაზრე, სად ვიყავი და მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ ძალიან წარმატებული გამოსვლა მქონდა.

– როგორ მოხვდი ბერკლის სკოლაში?

– ორი წელი ლონგ აილენდში ვსწავლობდი, მერე კი მივხვდი, რომ ადგილის შეცვლა იყო საჭირო. მუსიკალური სკოლების ძებნა დავიწყე და რა თქმა უნდა, ბერკლიზე შევაჩერე არჩევანი, რადგან საუკეთესო სკოლაა არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში.  ისე გავგზავნე საკუთარი ვიდეო და მონაცემები, მშობლებისთვის არც მითქვამს, მოსმენაზე ბებიასთან ერთად გავემგზავრე, მერე კი, ორი წელი დამოუკიდებლად ვსწავლობდი და ვცხოვრობდი ბოსტონში.

– რამდენად რთულია უცხო ქვეყანაში მარტო ცხოვრება?

– რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, მაგრამ ზოგჯერ აუცილებელია.

– რამდენი წლის იყავით, როცა პირველი ნაწარმოები დაწერე?

– პირველი კლასიკური ნაწარმოები 4 წლისამ დავწერე, საავტორო სიმღერა კი, 11 წლის ასაკში შევქმენი.

– წელს ფესტივალზე „ღამის სერენადები“ ვახტანგ მაჭავარიანის ნაწარმოები შეასრულე. რამდენად მნიშვნელოვანი იყო შენთვის ასეთ ფესტივალში მონაწილეობა?

– რა თქმა უნდა, დიდი პატივი იყო მსგავს ფესტივალში მონაწილეობა, მით უფრო, რომ მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანის არაჩვეულებრივი ნაწარმოების ორკესტრთან ერთად შესრულების საშუალება მომეცა. უზარმაზარი გამოცდილება შევიძინე და იმედი მაქვს ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

– ახლა კინომუსიკით ხარ გატაცებული. რატომ აირჩიე მაინცდამაინც ეს სფერო?

–  ბავშვობიდან მიტაცებდა ფილმებისთვის მუსიკის შექმნა, ტელევიზორს ხმას ვუწევდი და ყველა ფილმს საკუთარ მელოდიას ვარგებდი.

– რომელ რეჟისორთან ისურვებდი თანამშრომლობას?

– ყველასთან სიამოვნებით ვიმუშავებდი, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ლარს ფონ ტრიერთან მინდა თანამშრომლობა.

– შეთავაზება ხომ არ გაქვს რომელიმე ფილმისთვის მუსიკის შექმნაზე?

– არა, რადგან ჯერ საერთოდ არ დამიწყია მუშაობა, თუმცა აუცილებლად დავიწყებ ახლო მომავალში. ბოსტონში დაბრუნებამდე თავისუფალ დროს გამოვიყენებ და ჩემთვის საინტერესო სიახლეების შესაწავლი.

– რას გეგმავ სამომავლოდ?

– არანაირი გეგმა არ მაქვს, რადგან პანდემიამ ყველაფრის გადადება ან გაურკვეველი დროით გაჩერება მაიძულა.

– რა დროს უთმობ მეცადინეობას?

– გააჩნია რა განწყობაზე ვარ და რას ვმეცადინეობ.

– როგორ იქმნება შენი მუსიკა?

– განსაკუთრებული მეთოდი ნამდვილად არ მაქვს. უბრალოდ ინსტრუმენტთან ვჯდები, რამდენიმე აკორდს ვიღებ და მერე ყველაფერი ბუნებრივად ხდება.

– რამდენადაც ვიცი, ძალიან მუსიკალურ ოჯახში გაიზარდე,

– დედა პიანისტია, მამამ კი, მართალია ნოტები არ იცის, მაგრამ მაინც არაჩვეულებრივ მუსიკას წერს. რამდენიმე ნაწარმოები ბატონმა ვახტანგ მაჭავარიანმაც შეარულა ორკესტრთან ერთად.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g