რადიო „არ დაიდარდოს“ კოტე ქარუმიძე სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „ყაყაჩო“ პრემიერა შედგა.
ბატონო კოტე, რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებაში?
ძალიან ზარმაცულად ვმოქმედებ. ისე ხშირად აღარ ვწერ, როგორც ადრე.
ვისაუბროთ სიმღერაზე „ყაყაჩო“, რომლის კომპოზიტორიც თქვენ ბრძანდებით და რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
სიმღერის ტექსტი თინათინ ქერაშვილს ეკუთვნის. 3-4 წლის წინ შეიქმნა ეს სიმღერა. მაქვს ბროშურა, სადაც სხვადასხვა პოეტების ლექსებია. ამ ბროშურაში ვეძებდი ტექსტს, იქ ვიპოვე ეს ლექსი და შემდეგ, მუსიკა მოვარგე. ასე შეიქმნა ეს სიმღერა. არანჟირება ოლეგ კოლმიკოვს ეკუთვნის. სიმღერა ზაზა გოჩიტაშვილთან ჩაიწერა.
კონკრეტული ადრესატი თუ ჰყავს თქვენს სიმღერებს?
ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანის გულში დევს სიყვარული, განსაკუთრებული გრძნობები. თუ რამეს ვწერ, ჩემს ოჯახს, გულში ჩადებულ სიყვარულს ეხება.
კოტე ქარუმიძე – ყაყაჩო
გადაცემის ჩანაწერი