LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ისე ნუ ვიზამთ ჩინური ვაქცინების ბაზრად ვიქცეთ და “ფაიზერის” გაჩუქება მოგვიწიოს” – ექიმი-ეპიდემიოლოგი თამრიკო ქვარცხავა

5325
BeFunky-collage (9)

ექიმი-ეპიდემიოლოგი თამრიკო ქვარცხავა სოციალურ ქსელში, პი­რად გვერ­დზე, საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს ეხმაურება.

ექიმის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

„რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდნენ, რადგან ასაკოვან მამაკაცს ფაიზერის ვაქცინის მეორე დოზიდან 17 დღის შემდეგ დაეწყო მაღალი სიცხე.

სასწრაფოს ექიმს უთქვამს ფაიზერის ვაქცინით აცრის შემდეგ კოვიდით ინფიცირება ხშირიაო (ბოდვა!).

მოგვიანებით პისიარმა რა თქმა უნდა კოვიდი არ დაადასტურა. აღმოჩნდა ნაწლავური ინფექცია და აპენდიციტი. კითხვა მაქვს. ვთქვათ გაგვიმართლა და შემოვიდა ფაიზერის მილიონი დოზა ზაფხულში. როგორ ვაპირებთ ნამდვილ მასობრივ ვაქცინაციას ასეთი უვიცობის და მავნებლობის ფონზე? ან როდემდე გამოვიყენებთ ექიმები მარკეტინგულ-სავაჭრო ხრიკს პაციენტებთან „ტრადიციული ვაქცინის” სახით? გასაგებია, რომ ახალგაზრდებში სხვა არჩევანი არ გვაქვს და ნაკლებად ეფექტური ვაქცინა უვაქცინობის დროს ერთადერთი გამოსავალია, მაგრამ ვიყოთ გულწრფელები და ნუ გავაღრმავებთ ცოდნის ისედაც სერიოზულ დეფიციტს. ისე ნუ ვიზამთ ჩინური ვაქცინების ბაზრად ვიქცეთ და ფაიზერის გაჩუქება მოგვიწიოს.

P.S. როგორ გგონიათ, რატომ განვითარდა შემდგომი თაობის ვაქცინები? რატომ მოგვიწია ახალ ტექნოლოგიებზე და ახალი თაობის ვაქცინებზე მუშაობა მრავალი ათეული წლის წინ და რატომ მივიღეთ რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინა (რომლებიც შეგიძლიათ უკვე ასევე „ტრადიციულად” ჩათვალოთ)? პირველ ძალიან ეფექტურ სიმსივნის პრევენციის ვაქცინას (HPV) როგორ მივიღებდით წინ რომ არ გადაგვედგა ნაბიჯი?,“- წერს თამრიკო ქვარცხავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g