LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისე წაიყვანე, რომ არც გიკითხავს, ის ხომ ჩემი გოგო იყო – შვილმკვდარი დედის ემოციური პოსტი

403
ბავშვი

ნანა ბერძენიშვილი, რომელსაც 2 წლის წინ 13 წლის ერთადერთი შვილი ელენე დაეღუპა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“მე ყოველთვის მინდოდა მყოლოდა ერთი შვილი, ერთი გოგო. შენ ეს იცოდი, იცოდი იქამდე, ვიდრე მე გავიაზრებდი, რაღა ვიკეკლუცო და ვაღიარებ, რომ შენ ეს იქამდეც იცოდი, სანამ მე გავჩნდებოდი, იმიტომ, რომ შენ ყოველთვის იყავი, ხარ და იქნები. და შენ მაჩუქე ერთადერთი შვილი, ჩემი გოგო…
ყოველთვის გთხოვდი, რომ კარგი გოგო ყოფილიყო, ბედნიერი და ჯანმრთელი. და რახან მაჩუქე, მჯეროდა, რაღაცნაირად მჯეროდა, რომ ჩვენ კარგად ვიქნებოდით, მაგრამ ერთ დღესაც წაიყვანე, წაიყვანე ისე, რომ არც კი გიკითხავს, ის ხომ ჩემი გოგო იყო… მე არასოდეს მიკითხავს შენი გეგმა…..
….მაგრამ მე მაინც მთელი სულით და გულით მადლიერი ვარ იმ 13 წლისთვის…. თუმცა ასევე მთელი სულით და გულით არ ვეთანხმები შენს გეგმას… ამაზე გამუდმებით გესაუბრები, შენ კი არ მპასუხობ, თუმცა ორივემ ვიცით, რომ ჩვენი შეხვედრა გარდაუვალია, ისევე როგორც ჩვენი საუბარი… მინდა იცოდე, როცა მეც წამიყვან, კრინტსაც კი არ დავძრავ, ჯერ ელენეს ვიპოვი და ძალიან, ძალიან, ძალიან მაგრად ჩავეხუტები… შემდეგ კი ვისაუბრებთ…
ელენე დღეს 15 წლის გახდებოდა…, წერს ნანა ბერძენიშვილი.

13 წლის ელენე, სავარაუდოდ, ინტერნეტთამაშს შეეწირა, ის მე-13 სართულიდან გადახტა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g