„ისეთი ამბავი ატყდა ჩემს სამოტივაციო პოსტზე, სერიოზულად დავგეგმავ მარათონს, ყველამ ერთად რომ ვივარჯიშოთ“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი, ნანუკა გულუა წერს.
ნანუკა ამბობს, რომ მარათონის შედეგებს თავად გააზიარებს და ყველას მიეცემა ხალისი და მოტივაცია:
„გჯერათ? ამ წონაზე 126 კილოდან მივედი. ყველანაირი ოპერაციის გარეშე. ახლა 126 კილოზე ნაკლები ვარ და 9 თვის ორსული“ – ნანუკა გულუა
ნანუკა გულუა მესამე შვილზეა ორსულად. მას მალე გოგონა შეეძინება, რომელსაც, როგორც წინასწარ გაამხილა, კირას დაარქმევს.
„ისეთი ამბავი ატყდა ჩემს სამოტივაციო პოსტზე, სერიოზულად დავგეგმავ მარათონს! ყველამ ერთად რომ ვივარჯიშოთ, ტრენერს ავარჩევ საუკეთესოს, რომელიც ღია ცის ქვეშ გვავარჯიშებს, თანხას მე გადავუხდი და თქვენთვის იქნება სრულიად უფასო, ნუტრიციოლოგს საუკეთესოს მოვიწვევ, ვინც დაგვიწერს დიეტას და გაგვაკონტროლებს…
ჩვენს შედეგებს მე გავაზიარებ და ყველას მივცემთ ხალისს და მოტივაციას! ვისაც ყველაზე კარგი შედეგი ექნება, ყოველ თვე ვაჩუქებთ ყველა საჩუქარს“, – წერს ნანუკ გულუა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ნანუკა გულუა მესამე შვილზეა ორსულად. მას მალე გოგონა შეეძინება, რომელსაც, როგორც წინასწარ გაამხილა, კირას დაარქმევს.