ნანუკა გულუამ რამდენიმე დღის წინ დააანონსა, რომ დეკემბრის თვიდან, გასახდომ ჯგუფს ჩამოაყალიბებს, სადაც მსურველებს უფასოდ მიიღებს:
„ისეთი ამბები ხდება ჩემს ინბოქსში მარათონთან დაკავშირებით, ვხვდები, რომ ძალიან საჭირო და კეთილი საქმე წამოვიწყე, ვამაყობ ამ წამოწყებით.
პირველი ჯგუფი იქნება საცდელი ჯგუფი, ვნახავთ ყველა ერთად, როგორ შედეგებს დავდებთ. ყველას მოგხედავთ, ვისაც დახმარება გჭირდებათ, მოტივაცია გჭირდებათ, თუ ექიმი გჭირდებათ. მიხარია, რომ ამის ინიციატორი ვარ. ყველა დეტალს გაგაგებინებთ. დეკემბერში იქნება პირველი ჯგუფი“, – ამბობს ნანუკა გულუა.