მომღერალი ნუცა თოფურია ნანკა გვარის პოდკასტის „მარტოობის 15 წუთი“ სტუმარი იყო, სადაც სიყვარულსა და ურთიერთობებზე ისაუბრა.
როგორც თოფურია ამბობს, ამჟამად ცხოვრების ისეთ ეტაპზე იმყოფება, როცა მზად არის, ახალი ურთიერთობა დაიწყოს.
„ახლა უკვე მზად ვარ, რომ შევიდე ურთიერთობაში. სხვა ყველაფერი თითქოს დალაგებული მაქვს, სიყვარული კი მენატრება,“ — აცხადებს მომღერალი. ნუცა თოფურია მომავალი პარტნიორის იდეალურ მახასიათებლებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იუმორის გრძნობა და ინტელექტი. „იდეალურ მამაკაცს აუცილებლად უნდა ჰქონდეს კარგი იუმორის გრძნობა. ჩემი აზრით, იუმორი ინტელექტზე აისახება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კაცი იყოს მზრუნველი — ასეთ ადამიანებს განსაკუთრებული თვისებები აქვთ,“ — აღნიშნა მომღერლმა.ნუცა ასევე საუბრობს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი პარტნიორის ქცევა მის მეგობრებთან:
„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორია ჩემს გარემოცვასთან. ისეთი მეგობრები მყავს, თუ მათ გაუქაჩავს და თავს მოაწონებს – ესე იგი შეიძლება რომ ვცადო.“ ინტერვიუს დროს ნუცა თოფურია ასევე შეეხო წარსულ ურთიერთობას და განაცხადა, რომ ექვსი წლის განმავლობაში ურთიერთობაში იყო.