ლენუკა ყიფშიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმ დიდი სიურპრიზის შესახებ, რომელიც ახლახან ნატალია ყიფშიძემ მოუწყო – მან მამიდას მანქანა აჩუქა.
ლენუკა ყიფშიძე:
„სულ მინდოდა და ოცნებად მქონდა ახალი მანქანა. ნატალია მანქანებს მაჩვენებდა, ნახე, ეს როგორ მომწონს, ის როგორ მომწონსო. მეუბნებოდა, ტარება მინდა მასწავლო და ხომ მასწავლიო. რას ვიფიქრებდი, რომ ნატაშკა ჩემთვის არჩევდა ახალ მანქანას. ერთ დღეს გამომიცხადა, წამყევი კომპანიაშიო. ისე წავყევი, მართლა აზრზე არ ვიყავი, რა სიურპრიზს მიმზადებდა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ჩემი ძველი მანქანა დავტოვე და ახალი „ჯილი ატლასით“ დავბრუნდი უკან. ასეთი სიურპრიზი ნამდვილად არ მქონია ცხოვრებაში. რომ მითხრა, ხომ მოგწონს და შენიაო, ისეთი შოკი მივიღე, ჯერ კიდევ ვერ გამოვსულვარ. ძალიან გახარებული ვარ…“
