LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ისეთს დავარტყამ, ვერ აეწყობიან” – რუსთავი 2“ მორიგ ფარულ ჩანაწერს ასაჯაროებს

79

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მორიგი ფარული ჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც გლდანის ციხეში სავარაუდოდ მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ელაპარაკება. აუდიოფაილის მიხედვით, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი სისხლისღვრასა და ვენდეტაზე საუბრობს.

სავარაუდოდ, მირზა სუბელიანი ამბობს, რომ მას აქვს ჩანაწერები, რომელიც ხელისუფლებას დაამხობს.

აღნიშნული აუდიოფაილიდან ირკვევა, რომ ის ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე გაბრაზებულია და საკუთარი თავი გადაზღვეული აქვს იმ მტკიცებულებებით, რომელიც 2014 წლამდე მოიპოვა.

მირზა სუბელიანი – ვიცი, ადვოკატს როგორც უნდოდა, ისე გაუკეთეს, მაგრამ მე რომ ჩავხსნილიყავი, ძმაო, მე არაფერში არ ვერევი, მაგრამ თვითონ იქნებიან ყველაფერზე პასუხისმგებლები. მაგრამ პასუხისმგებელი იქნებიან არა წარსულზე, არა ძმაო. 2014-მდე რაც გამიკეთებია. იქ იმაზე დავარტყამ, ისეთ დონეზე დავალ, ისეთს დავარტყამ, ბო… ვიყო, ვერ აეწყობიან, დამიჯერე რა. ისე მაქვს თავი გადაზღვეული, მაგათ წარმოდგენა არ აქვთ ესე. მე ერთადერთ, რაც თავი მაკავებს, შენ რომ არ იყო და სოზარი. თქვენი ორი რომ არ იყოთ, ჩემი აქ ჩამჯდომის დედა ….. სარალიძე რომ გამოდის და მთავრობის გადადგომას ითხოვს. როგორ, ბიჭო, რა შემეშალა. აგერ არის სოზარი, დამიჯერე, 12 კაცს გამოვიყვან ძმაო, მე გამოვედი, მე ვეხვეწებოდი, წავალ, გავაკეთებ და მე მახოცავენ კიდევ ხელებს. მაგრამ ეს დედის მოვ..ან ასე არ დასრულდება.

მირზა სუბელიანი – მე რას ვამბობდი? ეს ყველაფერი ხომ ჩირქივით არის, კაცი მოგვიკვდა, ეს რომ ჩავარდეს, რომ ვინ არის პასუხისმგებელი?

ვიქტორ ჯაფარიძე – პასუხისმგებელი არავინ!

მირზა სუბელიანი – ჰოდა, ძმაო, დღევანდელი გადმოსახედიდან თუ იმას ვერ ხვდებიან, რა ფასი ვარ მე მაგათთვის ყველას მო…. ვინც მაგას ვერ ხვდება, რასაც მე ვაკეთებ ქვეყნის გამო რა. აქ ერთი წელი ჩემთვის ჯოჯოხეთია, ბოლომდე მივალ, სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, მაგრამ რომ არ შევარჩენ, პირობას რაღაცას რომ დაარღვევენ, ღმერთის წინ გეფიცები, წმინდა გიორგის ხატზე დავიფიცებ, თუ ვინმეს რამეს შევარჩინო. მე ის კაცი არ ვარ, წავიდე და ჟურნალისტებთან დავჯდე, მაგრამ თუ შევარჩინო, მერე ვეღარც ესკორტი და ვერაფერი უშველის.” – ნათქვამია ჩანაწერში , რომელსაც “რუსთავი 2” ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g