LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისევ დავიწყე პლუს ქულების შეგროვება ადამიანების დასახმარებლად, ამჯერად მთელ თანხას გადავრიცხავთ #მოხალისეებიგურიისთვის ჯგუფში“ – გიორგი კალატოზიშვილი

119
couchi24545-2021-04-15_07-57-34_414591

საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, ლექტორი, ტრენერი და ბიზნეს ქოუჩი გიორგი კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ გურიაში სტიქიით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად პლუს ქულების შეგროვება დაიწყო.

„მეგობრებო, ისევ დავიწყე პლუს ქულების შეგროვება ადამიანების დასახმარებლად, ამჯერად მთელ თანხას გადავრიცხავთ #მოხალისეებიგურიისთვის ჯგუფში არსებული საჭიროების მიხედვით, კონკრეტული ადამიანების, ოჯახების დასახმარებლად.

ისევე, როგორც ადრე, ახლაც: ყველა შემოსულ პლუს ქულაზე გავაკეთებ ანგარიშგებას დღის ბოლოს.

ყველა გაყიდულ პლუს ქულაზე გავაკეთებ ანგარიშგებას. ყველა გადარიცხულ თანხაზე გავაკეთებ ანგარიშგებას. ყველა ოპერაცია არის გამჭვირვალე. ვისაც გაქვთ ჩემი პირადი ნომერი და ადრე გაქვთ ჩარიცხული პლუს ქულები აქციაზე რეჟიმით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად, შეგიძლიათ ჩამირიცხოთ იმავე ანგარიშზე / პირადი ნომრით 01024005590“, – წერს გიორგი კალატოზიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g