3 დეკემბერს “არ დაიდარდოს” გადაცემას “რადიოდუეტი თაკო მელიქიშვილთან ერთად” მაკა ზამბახიძე და რატი დურგლიშვილი სტუმრობდნენ ახალი სიმღერის “მუსიკა იმედიას” პრემიერით.
– მაკა, დიდი ხანია არ შევხვედრივართ ერთმანეთს, ამიტომ საინტერესოა რა სიახლეები გაქვთ დუეტის დაშლის შემდეგ?
– ჩვენი დუეტი მართლაც დაიშალა, თუმცა თაყვანისმცემელს გავუფრთხილდით და არ გავაკეთეთ ოფიციალური განცხადება. ერთგვარი პაუზით ვისარგებლეთ და დამოუკიდებლად შევუდექით მუშაობას, ახლა კი, ისევ გავერთიანდით და სიმღერის ერთად გაკეთება გადავწყვიტეთ.
– რატი, თქვენ რას საქმიანობთ?
– ერთი ალბომი ჩავწერე ამერიკაში, ახლაც ვაპირებდი გამგზავრებას, თუმცა გადავიფიქრე. მთელი წელია საკუთარი სახლის მშენებლობაში ვარ ჩაბმული და ვერაფრისთვის ვეღარ ვიცლი. სხვათა შორის, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა შენება, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მეორე პროფესიაც მშვენივრად შევითავსე, თუმცა არც მუსიკაზე ვთქვი უარი და რამდენიმე ახალი კომპოზიცია დავწერე.
* რუბრიკა “კი ან არა” –
– გჯერათ მარადიული სიყვარულის?
– (რატი დურგლიშვილი) კი, მჯერა.
– რამდენად შეძლებთ საყვარელი ადამიანისთვის ღალატის პატიებას?
– (რატი დურგლიშვილი) ვერა, ვერ შევძლებ.
– სხვის დასანახად თუ მიგიციათ მათხოვრისთვის თანხა?
– (რატი დურგლიშვილი) ვფიქრობ, ქველმოქმედებას საჯაროობა არ სჭირდება.
– (მაკა ზამბახიძე) არა, არასდროს.
– ოდესმე გიფიქრიათ, რომ მუსიკოსობა თქვენი საქმე არაა?
– (რატი დურგლიშვილი) კი, ბევრჯერ.
– (მაკა ზამბახიძე) არასდროს.
– სიმღერა, რომელსაც არასდროს იმღერებთ?
– (რატი დურგლიშვილი) არ ვიცი, ძალიან ბევრია.
– რამდენად ეთანხმებით მოსაზრებას, თითქოს კაცის ღალატი – ღალატი არაა?
– (რატი დურგლიშვილი) ვფიქრობ, ღალატი – ღალატია და მნიშვნელობა არ აქვს, კაცი იქნება თუ ქალი.
– უგონოდ თუ დამთვრალხართ?
– (რატი დურგლიშვილი) ძალიან არ მიყვარს საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვა, ამიტომ უგონოდ არასდროს ვთვრები.
– ხართ თუ არა ეჭვიანი?
– (რატი დურგლიშვილი) კი, ეჭვიანი ნამდვილად ვარ.
– (მაკა ზამბახიძე) მიზეზს და სიტუაციას გააჩნია.
– ვინმე თუ მოგიტყუებიათ?
– (რატი დურგლიშვილი) ჩემთვის ტყუილი ურთიერთობის დასასრულია, ამიტომ არც თვითონ ვიტყუები, არც სხვას ვპატიობ.
– (მაკა ზამბახიძე) ვფიქრობ, ზოგჯერ ტყუილის თქმაც საჭიროა.
დუეტი ჯორჯია – მუსიკა იმედია
გადაცემის აუდიოჩანაწერი
დუეტი ჯორჯია (მაკა ზამბახიძე & რატი დურგლიშვილი) – გილოცავ მე შენ დაბადების დღეს. Live
,,კი ან არა” – დუეტი ჯორჯია (მაკა ზამბახიძე და რატი დურგლიშვილი)
დუეტი ჯორჯია (მაკა ზამბახიძე & რატი დურგლიშვილი). ვიდეო კოლაჟი
ფოტოები