LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისევ ჯოკოვიჩი და უილიამსი

56

ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ 2015 წლის ლაურეატები დაასახელა. რა თქმა უნდა, საუკეთესოებად სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ამერიკელი სერენა უილიამსი აღიარეს.
ჯოკოვიჩი წლის საუკეთესო ზედიზედ მეხუთედ გახდა, უილიამსი – მეოთხედ. მამაკაცთა წყვილებში გამოარჩიეს ჰოლანდიელი ჟან-ჟიულენ როიერი და რუმინელი ხორია ტეკაუ, ქალთა შორის – შვეიცარიელი მარტინა ჰინგისი და ინდოელი სანია მირზა. იუნორებს შორის საუკეთესოდ დაასახელეს ამერიკელი ტეილორ ფრიტცი და უნგრელი დალმა გალფი.

პირველმა ჩოგანმა ჯოკოვიჩმა 2015 წელს ATP ტურნირებში 11 გამარჯვება მოიპოვა. მათ შორის, ავსტრალია, US Open და უიმბლდონი. სერენა უილიამსმა კი 5 ტურნირი მოიგო, რომელთა შორისაა უიმბლდონი, ”როლან გაროსი” და Australian Open.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები