LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისევ მოგვიწევს გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე ვიმუშაოთ, ამაზე დავიწყეთ უკვე ფიქრი: თამარ გაბუნია

251
თამარ გაბუნია

„ისევ მოგვიწევს გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე ვიმუშაოთ, ამაზე დავიწყეთ უკვე ფიქრი“, – აღნიშნული განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

​მისი თქმით, ქვეყანაში არსებული ეპიდემილოგიური სიტუაცია უარესდება, გასართობ ღონისძიებებზე მყოფი ადამიანები კი პირბადეს არ ატარებენ და დისტანციას არ იცავენ.

„ეპიდემიური სიტუაცია უარესდება. ინდივიდუალური პასუხისმგებლობა კრიტიკულია და ამდენად, მოქალაქეებისა და საზოგადოების აქტიურობის გარეშე ეს წარმოუდგენელია. მესმის, ზაფხულია, კურორტები გაიხსნა, გასართობი ღონისძიებები ტარდება. გასართობ ღონისძიებაზე არ არის განწყობილი ადამიანი, რომ ნიღბით იყოს და დისტანცია დაიცვას, მაგრამ ასე არ გამოვა. ისევ მოგვიწევს გასართობი ღონისძიებების შეზღუდვაზე ვიმუშაოთ. ამაზე დავიწყეთ უკვე ფიქრი“,- განაცხადა გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g