LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნიკალური Ferrari სამ წელიწადში სამჯერ გაძვირდა

109
1428x1428

უახლოეს შაბათ-კვირას RM Sotheby’s აუქციონზე გაიყიდება სულ გამოშვებული 599  როდსტერიდან ერთ-ერთი Ferrari 812 Competizione Aperta.

2023 წელს მყიდველმა ავტომობილში დაახლოებით 850 ათასი დოლარი გადაიხადა, ხოლო ახლა აუქციონის ორგანიზატორების შეფასებით, მისი ფასი 2,5-2,8 მილიონ დოლარს მიაღწევს. ასეთი მკვეთრი გაძვირება აიხსნება როგორც მოდელის უნიკალურობით, ისე კონკრეტული ეგზემპლარის მდგომარეობით – აწყობის შემდეგ მან სულ მცირე 130 კილომეტრზე ნაკლები გაიარა.

812 Competizione 2021 წელს წარდგენილი იყო როგორც წინა ძრავიანი Ferrari 812 Superfast-ის „დამუხტული“ ვერსია. სტანდარტულ მოდელთან შედარებით, მას ჰქონდა გაუმჯობესებული და შემსუბუქებული ძარა, განსხვავებული შასის და მართვის ელექტრონიკის აღჭურვილობა, ასევე გაძლიერებული ძრავი.

6,5 ლიტრიანი ატმოსფერული V12 830 ცხენის ძალაზეა გამართული, რაც 812 Competizione-ს დებიუტის მომენტში Ferrari-ს ისტორიაში ყველაზე მძლავრ ატმოსფერულ საგზაო მოდელად აქცევდა. წარმოებისთვის დაგეგმილი ყველა ავტომობილი კომპანიის მიერ შერჩეულ კლიენტებზე განაწილდა.

გასაყიდი ეგზემპლარი, მინიმალური გარბენის გარდა, გამორჩეულია დამატებითი აღჭურვილობის სიუხვით – ოფციებზე დაახლოებით 150 ათასი დოლარია დახარჯული. მათ შორისაა სპეციალური ექსტერიერისა და ინტერიერის მოპირკეთება, ადაპტიური LED ოპტიკა, წინა ღერძზე ძარის აწევის სისტემა და 20 დუიმიანი კარბონის დისკები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები