LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისიც გვეყოფა, რომ უდანაშაულოდ ვართ დატყვევებულები… დედ-მამის ნახვის უფლებას არ მაძლევთ. ეგეთი შეუგნებელი მონა როგორ უნდა იყო, რომ შვილს დედის ნახვის უფლება არ მისცეთ?!“ – მოსამართლემ რეზო კიკნაძე დარბაზიდან გააძევა

171
რეზო კიკნაძე - ფოტოები_ „პუბლიკა“

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

პროცესი კვლავ ნახევრად დახურულია – მას ადვოკატები და ჟურნალისტები ესწრებიან, ხოლო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დაკავებულების ოჯახის წევრებს დარბაზში შესვლის საშუალება არ მიეცათ.

მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ერთ-ერთი ბრალდებული, რეზო კიკნაძე სასამართლოს დარბაზიდან სიტყვით გამოსვლის დროს გააძევა. კიკნაძემ პროცესზე მშობლების დასწრება მოითხოვა და თქვა:

„ჩვენ ისიც გვეყოფა, რომ უდანაშაულოდ ვართ დატყვევებულები და ყოველგვარი საფუძვლის და მტკიცებულების გარეშე მოგვწყვიტეს ოჯახებს და ახლა იმის უფლებასაც არ გვაძლევთ, რომ სასამართლოზე ვნახოთ ჩვენი მშობლები?

როგორი შეუგნებელი უნდა იყო ადამიანი, რომ მათ შვილს არ მისცე… რა დააშავა დედაჩემმა მაია ბექიშვილმა და მამაჩემმა ილია კიკნაძემ, რომ ახლა თავიანთ შვილს ვერ ნახულობენ სასამართლოში?

აქციაზე დაკავებული რევაზ კიკნაძე მოსამართლეს: „ვაცის ნადიმი” იმაზეა, თუ როგორია დიქტატორის, ტოტალიტარის და ტირანის ბოლო – ზოგადად, ყველა ტოვებს დიქტატორს და მარტოობაში კვდება – მონობას არასდროს ერქმევა მშვიდობა!“

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა, ბრალდებულს მოუწოდა, რომ საქმის გარემოებებზე ესაუბრა, ასევე, მიუთითა, რომ სასამართლოში იმყოფება და შესაბამისი ეტაპების დაცვა მოეთხოვება.

თუ ჩემს მშობლებს და დანარჩენი ბრალდებულების ახლობლებს არ დაასწრებთ სასამართლოზე, მე ამ ცირკში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ და მინდა დავტოვო დარბაზი.

დედ-მამის ნახვის უფლებას არ მაძლევთ. ეგეთი შეუგნებელი მონა როგორ უნდა იყო, რომ შვილს დედის ნახვის უფლება არ მისცეთ?! მონა ხარ!“. – მიმართა რეზო კიკნაძემ მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს.

დარბაზის დატოვებისას ის საქართველოს ჰიმნს მღეროდა.

„ქვეყანა, რომლისთვისაც ვიბრძვი იმ სითბოთი და სიყვარულით სავსე წარმომიდგენია, როგორი სითბო და სიყვარულიც ტრიალებს ყოველ საღამოს რუსთაველის გამზირზე“ – რეზო კიკნაძე

შეგახსნებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ანდროს ჭიჭინაძის, ონისეს ცხადაძის, გურამის მირცხულავას, ჯანოს არჩაიას, ლუკას ჯაბუას, რუსლანის სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგის ტერაშვილის, ვალერის თეთრაშვილის, სერგეის კუხარჩუკის და ირაკლის ქერაშვილის წინასასამართლო სხდომა გრძელდება.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-იდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფოტოები: ონალინ გამოცემა – „პუბლიკა“

magti 5g