LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ისიც, რომ კოცნა გავბედე” – დიანა ღურწკაია

10

”რადიო დუეტისა” და თაკოს სტუმრები ამჯერად მომღერალი დათო კენჭიაშვილი და დათოს საბავშვო სტუდია ”თაობის” პედაგოგი ბიჭიკო ნავროზაშვილი იყვნენ. გადაცემაში დიანა ღურწკაიას ახალი სიმღერის პრემიერა შედგა, რომელიც დათოს სტუდიაში ჩაიწერა და რომლის ავტორიც დათო კენჭიაშვილია. პირდაპირ ეთერში მოსკოვიდან დიანასთან სატელეფონო ჩართვაც განხორციელდა.

 

– მოდი სტუდიით დავიწყოთ საუბარი…

 

ბიჭიკო: – ბავშვები უკვე მესამე წელია დადიან, რაოდენობაც ისეთია რომ ანსამბლი კარგად ჩამოყალიბდა. შედეგსაც უკეთესს ველოდებით. ვასწავლით ხალხურ სიმღერებს, გალობას, საკრავებზე დაკვრას. ხალხური საკრავების პედაგოგი ანსამბლ ”ეგარის” სოლისტი ხვიჩა ღვთისიაშვილი გახლავთ. ბავშვების მიღება 4 წლიდან ხდება. როდესაც ბავშვი სტუდიაში ტავს გამოიჩენს, ის შემდეგ ანსამბლში გადადის.

 

– რამდენად ახერხებს დათო ბავშვებთან ურთიერთობას?

 

– როდესაც ბავშვები თაობაში მოდიას, ეს ნიშნავს, რომ ისინი დათოსთან და დათოს სიყვარულით მოდიან და როგორც მე ვშრომობ, ისე შრომობს დათოც. თუმცა, დათოსთან ინდივიდუალური სწავლებაც არის შესაძლებელი. არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებსაც ანსამბლშიც უნდათ და დათოსთანაც და არიან ისეთებიც, რომლებსაც მხოლოდ დათოს რეპერტუარის შესწავლა უნდათ. ფასები ყველასთვის მისაღებია. კვირაში ორი საათი ვოკალს ეთმობა, ორი საათი ინსტრუმენტების შესწავლას.

 

დათო: – მყავდა ინდივიდუალურზე 43 წლის ქალბატონი, რომელიც სწავლობდა ქართულ სიმღერას. კარგად ვერ ისწავლა. მაგრამ ჩვენ ქართულ ხელოვნებაში გარკვეული ხელწერა გვაქვს და ამის ათვისება სურდა. ჩვენ ყოველ  წელს გვაქვს არჩეული რომელიმე ქალაქი, რაიონი და ყოველთვის ვართ მაგალითად ბაკურიანში ერთად. ზაფხულში ხშირად დავდივართ ბულგარეთში, სადაც სხვადასხვა ფესტივალებში ვიღებთ მონაწილეობას.

 

სატელეფონო ჩართვა – დიანა ღურწკაია:

 

– ძალიან მიხარია თქვენთან საუბარი. ისე მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რომ ყოველი სიმღერის პრემიერა ხდება არ დაიდარდოს ეთერში. სიმღერა სულ სხვა კუთხით არის გაკეთებული. არაერთი ნამუშევარი გაქვს მე და დათოს, რომელიც ძალიან კარგი გამოვიდა. არც სიმღერის ტექსტი ვიცოდი და არც მელოდია, დამამშვიდა დათომ და მითხრა, აქვე ვისწავლოთო. რომ მოვისმინე დაახლოებითი ნამუშევარი, ზღაპარი იყო. დიდი მადლობა დათოსა და მის სტუდიას. ჩემს თავს ვუსურვებ, რომ ამ სიმღერამ რადიო არ დაიდარდოს ეთერში ხშირად იტრიალოს. სიმღერას ჰქვია ”ისიც რომ კოცნა გავბედე”.

 

 

 

აუდიო ჩანაწერი

 

Audiokenchiashvili

 

 

 

”ისიც, რომ კოცნა გავბედე” – დიანა ღურწკაია

 

Audiodiania

 

 

 

ვიდეო კოლაჟი

 



 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები