LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისინი დაეკითხათ, ვისზეც განცხადებაში ვსაუბრობთ, ან კამერების ჩანაწერები ამოიღონ – ეკა გიგაური

gigaurieka

“ამათ თუ გამოძიება არ უნდათ ჩუმად მაინც იყვნენ, იქნებ ვინმეს დაავიწყდეს და პასუხი არ მოსთხოვონ არჩევნების ორომტრიალში,”- ასე ეხმაურება საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორი ეკა გიგაური პროკურატურის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მან და საია-ს წარმომადგენელმა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიაწოდეს, მათ შორის, არ დაასახელეს ინფორმაციის წყარო.

“ან გიორგაძე დაეკითხათ ან კიდევ სხვები ვინც განცხადებაში გვყავს …იქნებ აღიარებენ.  ან კამერის ჩანაწერები ამოიღონ სადაც თათბირის მონაწილეები შეიძლება გამოჩნდნენ…. რაც ვიცოდი, ვუთხარი და მთავარი პროკურორი მე არ ვარ, შალვა თადუმაძეა სხვათაშორის. მოკლედ რა უხერხულია ეს ყველაფერი. კანონებით გველაპარაკებიან თითქოს ეგ შეგვეშლება ჩვენ და არ ვიცით კანონის მოთხოვნა რა არის,”- წერს ეკა გიგაური.

დღეს პროკურატურაში ეკა გიგაური და ირმა პავლიაშვილი გამოკითხეს. საქმე ეხება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არჩევნებისთვის შესაძლო ყალბი პირადობის მოწმებების დაბეჭდვასთან დაკავშირებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g