პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის სკანდალურ ინტერვიუს მეგანის ნახევარდა სამანტა მარკლი ეხმაურება. სამანტა „ინსაიდერ ედიშენისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მეგანისა და ჰარის ინტერვიუს არაგულწრფელი და მავნებლური უწოდა. სამანტა ამბობს, რომ მეგანს ჰარი საკუთარი ზეგავლენის ქვეშ ჰყავს მოქცეული და ინტერვიუმ შედეგი ვერ გამოიღო, რაც ჯამში სამეფო ოჯახში დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად: „ისინი მალე დაშორდებიან, თუ გულწრფელები არ იქნებიან“ – ამბობს სამანტა მარკლი.
შეგახსენებთ, რომ სამანტა მარკლი და მეგან მარკლის ძალიან დაძაბული ურთიერთობები აქვთ. სამანტა წლებია ამტკიცებს, რომ მეგანი სამეფო ოჯახის წევრებით მანიპულირებს და ჯერ კიდევ ჰარისა და მეგანის რომანის დასაწყისში აანონსებდა, რომ ეს ამბავი განქორწინებით დასრულდებოდა.


