LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისინიც ჩვენსავით იყვნენ, დადიოდნენ კინოთეატრებში…”- შონ პენი ამბობს, რომ მსოფლიომ დაივიწყა, ის ფაქტი, რომ უკრაინაში კვლავ  საშინელი ომი მძვინვარებს

141
page

შონ პენმა გამოცემა People-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და კვლავ რუსეთ-უკრაინის ომს შეეხო. მისი აზრით, მსოფლიომ დაივიწყა, ის ფაქტი, რომ უკრაინაში კვლავ  საშინელი ომი მძვინვარებს.

„დაფიქრდით, უკვე ორი წელია ომი მიმდინარეობს, იქ ნამდვილი ჯოჯოხეთია, თუ შანსს არ გამოვიყენებთ და მხარს არ დავუჭერთ უკრაინელების თავისუფლებას, თავდაცვას და ტერიტორიულ მთლიანობას, ამა თუ იმ გზით მაინც მოგვიწევს ამ ომში ჩაბმა. უკრაინა ლამაზი ადგილია, უნდა გვახსოვდეს, რომ ომის დაწყებამდე 3 დღით ადრე ისინიც ჩვენსავით იყვნენ, – დადიოდნენ კინოთეატრებში და იმავე ფილმებს უყურებდნენ, რომელსაც ჩვენ ვუყურებდი ახლა“, – აცხადებს პენი.

ცნობისთვის, მალე შონ პენის დოკუმენტური ფილმი, Superpower გამოვა. ფილმში ნაჩვენები იქნება, თუ როგორ დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი და თუ როგორ იცავდა უკრაინელი ხალხი დამოუკიდებლობას.

შონ პენის უკრაინის შესახებ გადაღებული ფილმის „სუპერძალა“ პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე გაიმართება

თბილისიდან-სენ-ტროპეში – შონ პენი უკრაინელ შეყვარებულს მშვიდად სეირნობის საშუალებას არ აძლევს – წყვილის ცეცხლოვანი ფოტოები

ოსკაროსანი შონ პენი ნიუ-იორკის ქუჩებში ფეხშიშველი გადაადგილდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები