ისლანდია ტურისტებისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა. მომხმარებელთა ბრიტანულმა ასოციაცია „Which”-მა 20 ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულება შეისწავლა. სპეციალისტებმა ისეთი კრიტერიუმები გაითვალისწინეს, როგორიცაა – დანაშაულის დონე, ჯანმრთელობისთვის შექმნილი საფრთხეები, ტერაქტების საშიშროება თუ ბუნებრივი კატაკლიზმები. როგორც ჩანს, ყველა ამ პუნქტის გათვალისწინებით ყველაზე უსაფრთხო ისლანდიაა. მეორე ადგილს – არაბთა გაერთიანებული საამიროები იკავებენ და ამ ქვეყნაში ტერორიზმის შანსი ცოტა უფრო მაღალია. და ბოლოს, ლიდერთა სამეულს სინგაპური ასრულებს, მას კი ესპანეთი და ავსტრალია მოყვებიან. ხოლო ნაკლებად სასურველი დანიშნულებები თურქეთი და სამხრეთ აფრიკა აღმოჩნდნენ, ამ ქვეყნებში დანაშაულის დონე ზედმეტად მაღალია.