ერთ-ერთ ისლანდიურ კუნძულზე 72 წლის ყველგანმავალი Willys იპოვეს, რომელიც თვითნაკეთი კაბინით არის დაკომპლექტებული. ავტომობილის ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა.
პოსტის ავტორი ავტომობილის შესახებ რაიმე ინფორმაციას არ ავრცელებს. ფოტოებზე ჩანს, რომ ძარა ორიგინალ Willys-ზე დაამაგრეს. ავტომობილი მტვრის სქელი ფენით არის დაფარული და ნაწილობრივ კოროზირებულია.
ცნობილია, რომ ავტომობილი ვესტმანაეიარის არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულზე, ისლანდიის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირზე იპოვეს.