LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისლანდიაში არ დავდივართ ეკლესიაში, ბუნებაში ვსეირნობთ და ვმღერით – ბიორკი

152

„ეკლესიის ან ფსიქოთერაპევტის ნაცვლად, გონების გასაწმენდად და დასამშვიდებლად ისლანდიელები ბუნებაში გავდივართ სასეირნოდ,“-ამის შესახებ მომღერალმა ბიორკმა განაცხადა „გარდიანთან“ ინტერვიუში.

„მე რეიკიავიკის გარეუბანში გავიზარდე. ვცხოვრობდი სულ ბოლო დასახლებაში, ახლოს კი ტორფიანი ჭაობები და ტუნდრა იყო. ვსეირნობდი მარტო და ვმღეროდი მთელი ხმით, ვფიქრობ, უამრავი ისლანდიელი იქცევა ასე,“-  ამობს ბიორკი.

ისლანდიაში უამრავი თვალუწვდენელი ველია, სადაც იშვიათად ცხოვრობენ ადამიანები, ასეთი ადგილები კი ბიორკისთვის ინსპირაციაა.

„როდესაც მოზარდი ვიყავი, მიყვარდა მოგზაურობა. 13 წლის ასაკში პირველად საკუთარი ფულით ვიყიდე კარავი. ეს ჩემი იდეალური თავისუფლება იყო,“ – აღნიშნა მომღერალმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g