LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისლანდიაში პირველი კოღოები გამოჩნდნენ

108
eyJidWNrZXQiOiAicnV2LXByb2QtcnV2

ისლანდიაში სამი კოღო აღმოაჩინეს და როგორც სპეციალისტები ფიქრობენ, ეს იმის მანიშნებელია, რომ მათი რაოდენობა კიდე უფრო მეტი იქნება. შემაშფოთებელ ინფორმაციას, ისლანდიის უნივერსიტეტის წყლის ბიოლოგიის პროფესორი გისლი მარ გისლასონი ავრცელებს, წერს ტელეარხი RUV.

ექსპერტის აზრით, დაუპატიჟებელი სტუმრები სარდაფებში, სხვენებში და ისეთ ადგილებში გამოიზამთრებენ, სადაც ჰაერის ტემპერატურა მინუსებში არ იქნება. გამოზაფხულზე კი ისინი მაქსიმალურად გააქტიურდებიან.

საინტერესოა, რომ ისლანდია, ანტარქტიდის მსგავსად, იმ მცირერიცხოვანი ადგილების სიაში შედიოდა, სადაც კოღოები არ არსებობდნენ. ნაპოვნი Culiseta annualta-ს სახეობის 3 წარმომადგენელი კი გლობალური დათბობის მძიმე შედეგებს ადასტურებს. თუმცა, ის ფაქტიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს სახეობა ზამთრის სიცივეს თანამოძმეებზე უკეთ იტანს.

ისლანდიაში კლიმატის ცვლილება დანარჩენ ჩრდილოეთ ნახევასფეროსთან შედარებით 4-ჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს. მყინვარები დნება, წყლებში კი თევზები გამოჩნდნენ, არადა აქამდე სიცივის გამო მათი იქ ყოფნა შეუძლებელი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები