LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგებს ექსტრემალურ კლიმატში ცხოვრების დატესტვა შესთავაზეს

109
1655774190395

პარიზში გაჩნდა ოთახი ინსტალაცია, რომელშიც ექსტრემალურ კლიმატში ცხოვრების გამოცდაა შესაძლებელი. Science direct-ის ინფორმაციით, ამ ოთახში ტემპერატურა 50 გრადუსს აღწევს.

სტუმრებს სთავაზობენ, გაიარონ სარბენ ბილიკზე, წაიკითხონ წიგნი და ჩაი მიირთვან.
როგორც იდეის ავტორები ამბობენ, სარბენ ბილიკზე 3,5 კილომეტრი საათში სიჩქარით სიარულს მოხალისეები ისე აღიქვამენ, როგორც საათში 6-7 კილომეტრი სიჩქარით სირბილს. გარდა ამისა, ყოველ 20 წუთში მათ სუნთქვა უძნელდებათ.

ინიციატივის ავტორი ფრანგი მკვლევარი კრისიან კლოა. ექსპერტის თქმით, გლობალური დათბობის ამჟამინდელ ტემპებს თუ გავითვალისწინებთ, 50 გრადუსიანი სიცხე საფრანგეთში 2050 წლისთვის შესაძლოა ნორმად იყოს ქცეული. კლიმატის ოთახის მიზანი კი ხალხისთვის იმის შეხსენებაა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა.

გლობალური დათბობის შეჩერების ერთადერთი გზა მავნე გამონაბოლქვის რაც შეიძლება სწრაფად კლებაა, ფიქრობენ ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის სამსახურში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები